LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკითხვაზე მისვლაში არაფერი მიშლის ხელს – მიხეილ რამიშვილი

67

„მე დაკითხვაზე მისვლაში არაფერი მიშლის ხელს, რას გადავწყვეტ და ვის რა ჩვენებას მივცემ, ეს ჩემი საქმეა,“ – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მისი პოზიცია იყო, რომ ჩვენებას მოსამართლის წინაშე მისცემდა, თუმცა რა პასუხს გასცემს გამოძიებას, იმაზე იქნება დამოკიდებული რასაც კითხავენ.

პროკურატურა ე.წ.ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებისგან ჩვენებების მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უწყება ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესებიდან მასალების მედიაში გასაჯაროვების საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ყველას დაკითხავს, ვისი დაკითხვის საჭიროებაც დადგება.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს – მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები