LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი – სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის უფლება დარღვეულია, იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო

46
1552893411-jandieri-e1581405173404

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, გიორგი მამალაძის მიმართ მე-6 მუხლი, ანუ ადამიანის უფლება დაირღვა.

დარღვევები პროცედურულია… გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე – დადასტურდა, რომ ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია: იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იურისტმა უპასუხა:

„ძალიან ვწუხვარ, თუ იუსტიციის სამინისტრომ ეს თქვა, რადგან მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს ეხება. სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის, თუ არ არის. საუბარია, პროცედურა რამდენად არის დაცული. სასამართლომ თქვა, მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში, ის კონვენციის დარღვევას ვერ უყურებს, რაც შეეხება პროცედურას, იმ ნაწილში, რაც უკავშირდება სხდომის საჯაროობის განხილვას და გამოძიების ნაწილს, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებაში, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი. დარღვევა იყო, ეს არის მთავარი… სასამართლომ თქვა, რომ მე-6 მუხლი დაირღვა, ადამიანის უფლება დარღვეულია, განაჩენები ეფუძნება ადამიანის უფლების დარღვევას და კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკას. იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო და უხერხულია უბრალოდ“, – განაცხადა ჯანდიერმა.

მეუფე იაკობი: დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ გამოუშვან, კარგი იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები