LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეპისკოპოსს შევხვდი, დამემუქრა ჩემი მცირეწლოვანი შვილების მოკვლით” – თორნიკე მამალაძე

438
ტორნიკე

ე. წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა აცხადებს, რომ მას ეპისკოპოსი მცირეწლოვანი შვილების მოკვლით დაემუქრა. თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ოჯახის საზღვარგარეთ გაშვებას აპირებს. 

„ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც ჩემმა ძმამ, მამა გიორგიმ იცის, ყველაფერს ვიტყვი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელიც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ახლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება“, – წერს თორნიკე მამალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები