LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე აღარ ვაპირებ იმ საიდუმლოს შენახვას, რასაც ჩემი ძმა დღემდე ინახავს” – დეკანოზ მამალაძის ძმა

1357
ტორნიეკ

მსჯავრდებული დეკანოზის ძმა ყველაფრის გასაჯაროებას აპირებს, რაც გიორგი მამალაძემ იცის, სექტემბრიდან კი აქციების განახლებას აანონსებს.

თორნიკე მამალაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ 34 პატიმარს შორის მისი ძმა არ აღმოჩნდა. ის იხსენებს, რომ თავის დროზე ოჯახმა გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, რაზეც უარი მიიღეს.

„პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისთვის 34 ადამიანი შეიწყალა – ჩემი ძმა რომ ამ სიაში ყოფილიყო, დაგვიკავშირდებოდნენ და გვეტყოდნენ, შეწყალებულია და სახლში წაიყვანეთო. ფაქტია, ჩემთვის არავის დაურეკავს, რაც ნიშნავს, რომ უარი მივიღეთ“, – ამბობს თორნიკე მამალაძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა კი, დეკანოძის ძმის თქმით, მას საპატრიაქროდანაც უარი უთხრეს.

მათ ეშინიათ ჩემი ძმის გამოშვების“, – აღნიშნავს თორნიკე მამალაძე.

 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თებერვლის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.

ის 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან – რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ე.წ.  „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები