LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მონატრებასა და ცრემლებში გატარებული ექვსი წელი.. ის კვლავაც პარალიზებულია და ლოგინს არის მიჯაჭვული“ – რას წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

350
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„დღეს ზუსტად 6 წელი შესრულდა ჩემი ძმის დაკავებიდან. მონატრებასა და ცრემლებში გატარებული ექვსი წელი ჩემი რძლისთვის და ძმისშვილებისთვის, დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის,“ – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან – რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად.

მსჯავრდადებულის ძმა, თორნიკე მამალაძე წერს, რომ სამართლებრივად არსებობს მრავალი საფუძველი იმისა, რომ მისი გიორგი მამალაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.

„სხვათა შორის, ახლა უკვე სამართლებრივად მრავალი საფუძველი არსებობს ჩემი ძმის ვადაზე ადრე განთავისუფლების. მას სასჯელის ორი მესამედი უკვე მოხდილი აქვს. ის კვლავაც პარალიზებულია და ლოგინს არის მიჯაჭვული. ადრეც მითქვამს: ჩვენი ოჯახი მუდმივად მოლოდინშია რომ მას დაგვიბრუნებენ. დღესაც ამ იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას.“– წერს თორნიკე მამალაძე.

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას.. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან. მდგომარეობა უმძიმესია და შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს: თორნიკე მამალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები