LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ გამოუშვან, კარგი იქნება

111
Untitled design

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას დეკანოზი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დაეკისრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, მეუფე პასუხობს, რომ არ არის ვალდებული ყველას ყველაფერში ეთანხმებოდეს.

ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არავის ციხეში ყოფნა არ უნდა და კარგი იქნება, მამალაძე რომ გამოუშვან:

„ყველას ყველაფერში უნდა ვეთანხმებოდე? მე მასე მიცნობთ?

სტრასბურგის სასამართლოს მე იმაში ვენდობი, რომ გიორგი მამალაძეს სამართლიანი სასამართლო ჩაუტარდა. მაგრამ, იმასაც გეტყვით, მამალაძე რომ გამოუშვან, კარგი იქნება, არავის ციხეში ყოფნა არ მინდა“, – თქვა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო საქართველოს მთავრობას მომდევნო სამ თვეში აკისრებს. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა.

საუკუნის პროცესი – „ციანიდის საქმე“ მოვიგე…ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია: გიორგი მამალაძის ადვოკატი

დარღვევები პროცედურულია… გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე – დადასტურდა, რომ ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია: იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g