LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

49

პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების გლდანის მე-8 დაწესებულების და რუსთავის მე-6 დაწესებულების 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და  ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.

დადგინდა, რომ ბრალდებულები დაწესებულებაში შესახლებისას, პატიმრებს განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

პროკურატურის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში.

საქართველოს პროკურატურის მიერ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის  სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები