LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საკაბელოების საკანონმდებლო წინადადებების განხილვა გადადო

89

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკაბელო კომპანიების საკანონმდებლო წინადადებების განხილვა და მასზე გადაწყვეტილებების მიღება გადადო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განმარტა, საკითხზე პოზიციის ჩამოყალიბება ერთი კომიტეტის ფარგლებში ვერ მოხდება.

საკაბელო ტელევიზიების კავშირმა პარლამენტს შესთავაზა საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც საკაბელო კომპანიები სიგნალის გადაცემას უფასოდ, მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელებენ და მაუწყებლებს უფლება აღარ ექნებათ სიგნალის ტრანზიტისათვის მათ თანხა მოთხოვონ.

როგორც საკომიტეტო განხილვისას საკაბელო კომპანიების წარმომადგენლებმა განმარტეს, ისინი ფულს აბობენტებისაგან ქართულ არხებში არ იღებენ და თანხას უცხოური არხების მიწოდებისთვის იღებენ.

„ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ როცა ერთი კომპანიის აბონენტს შეუძლია ქართული არხი უფასოდ მიიღოს, საკაბელო კომპანიების აბონენტებისათვის რატომ უნდა იყოს ქართული არხების მიღება ფასიანი. ეს არის დისკრიმინაცია“, – აღინიშნა კომიტეტის დღევანდელს სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები