LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა დაიწყო

109

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე  სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.

პროექტის  ღირებულება  47 000 000  ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

“დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები