LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებული ქალები კაცებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ

90

საქართველოში 40 %-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, დასაქმებული ქალები კი კაცებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა შესაბამისი კვლევის – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც შომბი შარპმა აღნიშნა, „პარადოქსული სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ ქალები ძალიან ხშირად უფრო კვალიფიციურები არიან, ვიდრე კაცები“. მისი შეფასებით, კვლევის შედეგებით ჩანს, რომ ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსია ქალების სახით, რომელიც აკლდება საქართველოს ეკონომიკას.

„კვლევის შედეგად შესწავლილი იქნა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები. კვლევის შედეგად გამოაშკარავდა, რომ ქალები არასაკმარისად არიან დასაქმებულები ფორმალურ ეკონომიკაში – დაახლოებით 40%-ით ნაკლებია ქალების რიცხვი მამაკაცებთან შედარებით, ქალების ხელფასი კი 35%-ით დაბალია ვიდრე მამაკაცების. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტების დაახლოებით 11%-ია, რომელსაც საქართველო კარგავს. ჩვენი რეკომენდაციაა, გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და ბიზნესს შორის არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით იმისთვის, რომ საქართველომ შეიმუშავოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, – განაცხადა შომბი შარპმა.

კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამისა და კავშირის „საფარი“ ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიდო. კვლევის მიხედვით, ქალების მხოლოდ 17% ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რაც ამტკიცებს იმას, რომ მათ რესურსებზე წვდომა არ აქვთ და შესაბამისად, აქტიურად არ არიან ჩართულები ეკონომიკაში.

კვლევა საქართველოს მაშტაბით ჩატარდა და ეფუძნება იმ დოკუმენტაციას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები