LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნიების ახალი საშობაო ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ

180

ჰითროუს აეროპორტის შობა გრძელდება – შეყვარებული დათუნიების ისტორია საუკეთესო საშობაო რეკლამად დაასახელეს. მისტერ და მისის დათუნიები საზოგადოებამ გასულ წელს გაიცნო, როდესაც ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე თავის ოჯახს დაეძებდნენ. წელს კი მაყურებელი იმას გაიგებს, თუ როგორ შეხვდნენ შეყვარებულები პირველად ერთმანეთს.

რეკლამაში მოქმედება 1967 წლიდან იწყება, როცა მისტერ დათუნია რიგითი მგზავრი, მისის დათუნია კი ბორტგამცილებელი იყო. მისტერ დათუნიას თვითმფრინავში ქუდი დარჩა და ბორტგამცილებელსაც მისი დაბრუნება მოუხდა. ამის შემდეგ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ყველანაირად ცდილობდნენ პირადი ურთიერთობა და ოჯახი ერთმანეთისთვის შეეთავსებინათ. დროთა განმავლობაში მათი ოჯახი გაიზარდა და სიუჟეტის ბოლოს მაყურებელი უკვე დათუნიების მთელ იდილიას იხილავს. რეკლამა ძალიან თბილი გამოვიდა და მისი უემოციოდ ნახვა თითქმის შეუძლებელია.

https://www.facebook.com/TheIndependentOnline/videos/10155579423916636/

 

დათუნიები სახლში ბრუნდებიან – ლონდონის ჰითროუს აეროპორტის საახალწლო ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები