LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათვი პადინგტონი Marks & Spencer-ის ჯადოსნურ საშობაო კლიპში (ვიდეო)

284

ტანსაცმლის  ბრენდმა  Marks & Spencer-მა მორიგი საახალწლო კლიპი წარმოადგინა. ბრენდის ყოველი ახალი საახალწლო რგოლი კრეატიულობით, საახალწლო განწყობით, ზღაპრის გმირებითა და ულამაზესი ფერებით გვაოცებს. ბრენდის ახალი,  ანიმაციური რგოლის მთავარი გმირი დათვი პადინგტონია, რომელსაც  მოულოდნელად სახლის სახურავზე ასული ქურდი სანტაში აერევა. კლიპი სლოგანით Spend It Well თავისთავად მოასწავებს ისტორიის ლამაზ დასასრულს, რომელიც  Marks & Spencer-ის სარეკლამო ხაზის მთავარი მესიჯია.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის წინა საშობაო რგოლის მთავარი გმირები კეთილი ფერიები იყვნენ. კლიპი ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ვიდეოა საშობაო რეკლამების ისტორიაში.

Marks & Spencer-ის ახალი კლიპი პადინგტონის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. კლიპში მთავარ გმირს, დათვი პადინგტონის ცნობილი ხმა ბენ უიშოუ ახმოვანებს. ცნობილია, რომ კომპანია Marks & Spencer-ს კლიპის შექმნაზე 4 თვე დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები