LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჯერებელი ხელფასი: ნეიმარს პარიზში იცით რამდენს გადაუხდიან – მოაშორეთ ეგ კაცი

46

„პარი სენ-ჟერმენთან“ ნეიმარის კონტრაქტის პირობები ცნობილი გახდა. როგორც Sky Sports-მა გაარკვია, ყველანაირი გადასახადის გასტუმრების შემდეგ, ბრაზილიელი კვირაში 575 ათას ევროს გამოიმუშავებს, წელიწადში კი მისი ხელფასი იქნება 30 მილიონი ევრო. კონტრაქტის ვადა ხუთი წელია.

აღნიშნავენ, რომ ნეიმარის შეძენის შემთხვევაში, ფრანგული კლუბი იძულებული იქნება 31 იანვრამდე გაყიდოს ფეხბურთელები ჯამში 110 მილიონ ევროდ, რათა ფინანსურ fair play-ში ჩაეტიოს.

ამასობაში  “ბარსელონამ” ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა.

“ბარსელონას” ოფიციალური განცხადების თანახმად, ნეიმარმა და მამამისმა, როგორც მისმა აგენტმა, კლუბს შეატყობინეს, რომ მას წასვლა სურს. მათივე ცნობით, შეხვედრა “ბარსელონას” ოფისში შედგა.

 

ამასთან “ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” სასწრაფოდ შეცვლააა პოსტერები და ნეიმარი მოაშორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები