LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია – დღევანდელი შოუ საკრებულოში არ შედგა

18

დავით ნარმანიას თქმით, არ ჩათვალა საჭიროდ მერიის წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში და ამის გამო „დღევანდელი შოუ არ შედგა“. დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის შესახებ მერიის წარმომადგენლების დაბარებას გამოეხმაურა. საკრებულოში მათ დღეს ელოდებოდნენ.

“ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, არის აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად პოლიტიკური შოუს სანახავად და მოწყობის მიზნით ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში. შესაბამისად, დღევანდელი შოუ არ შედგა. თუ ვინმეს რამეში ეპარება ეჭვი მასალები რეაგირებისთვის გადაგზავნილია პროკურატურაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება. თუმცა, გამოძიებისთვის არამგონია რაიმე საინტერესო იყოს“, – განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები