LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე ხეას ოქროს ხელთათმანი ერგო, სალაჰს ქომაგების ხმები

138

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ პრემიერლიგის 18 მატჩში არ გაუშვა გოლი და “ოქროს ხელთათმანის” პრიზს დაეუფლა. ესპანელმა მეკარემ ეს ჯილდო პირველად აიღო.

პრემიერლიგის მატჩი “ვესტ ჰემსა” და “მანჩესტერს” შორის 0:0 დასრულდა. “იუნაიტედმა” მეორე ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ეს “მანჩესტერისთის” საუკეთესო შედეგია ბოლო 5 სეზონში. მას შემდეგ, რაც ალექს ფერგიუსონმა გუნდი დატოვა (2013 წელს), მეოთხეზე მაღალი პოზიცია არ დაუკავებია.

 

ამასობაში, „იუნაიტედის“ მთავარი ისტორიული მეტოქის – „ლივერპულის“ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი აღიარეს. ვინ იფიქრებდა, არა?

ფანებმა ის სეზონში მეშვიდედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ეგვიპტელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 50 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ 19 წლის მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მიიჩნიეს, რომელმაც 32 შეხვედრაში (28 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები