LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენის ბაღში კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

109

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს.

დღეს, თბილისში, 12:00 საათიდან დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა  კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელი კოოპერატივები.

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი  და ბოსტნეული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები