LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, ბრალში შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი

35

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალში შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი. ამის შესახებ მან  ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, მამა გიორგის ციანიდი არ ქონდა.  „ მას ციანიდი არ მიჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. გარდა იმისა, რომ რასაც ედავებიან არის აბსურდი, იმაშიც კი, რასაც ედავებიან, არათუ პატრიარქზე, არამედ სასულიერო პირზეც არ არის საუბარი. გიდასტურებთ, რომ ბრალში შორენაზეა საუბარი“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები