LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი „ბალენსიაგას“ ახალი კოლექცია მამაკაცებისთვის „ვოგის“ ყურადღების ცენტრშია!.. (ფოტოები)

503

მას შემდეგ, რაც ცნობილი ბრენდის „ვეტემენტსის“ დამფუძნებელი, წარმოშობით ქართველი დიზაინერი მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი გახდა, მსოფლიოს ყველა პრესტიჟული გამოცემის ყურადღება მისკენაა მიპყრობილი. ქართველი დიზაინერი 2016 წლის „Fashion Awards“-ის ორგზის გამარჯვებული გახდა.

გვასალიას რევოლუციური და ორიგინალური იდეები „ბალენსიაგას“ მამაკაცებისთვის საშემოდგომოდ შექმნილ კოლექციაშიც კარგად აისახა. სრული კოლექცია  Vogue.com-ის მთავარ გვერდზე მოხვდა. გამოცემა აღნიშნავს – „ხმა მიეცით „ბალენსიაგას“!.. როგორც ჩანს, დემნა გვასალია ოფიციალურად აცხადებს საკუთარ კამპანიას მსოფლიო მოდის ლიდერობაზე!..“

სტატიაში აღნიშნულია, რომ დემნა გვასალიამ ამ კოლექციის შთაგონება ამერიკელი დემოკრატი პოლიტიკოსის, ბერნი სანდერსის 2016 წლის კამპანიიდან აიღო და ლოგოც შესაბამისია. „ვოგი“ დასძენს, რომ აშკარაა მსგავსებები – „ბალენსიაგას“ ახალ კოლექციაში ოფისის მენეჯერისა და განსწავლული პოლიტიკოსის სტილია შერწყმული. გამოცემა წერს, რომ დემნა ასეთი მიდგომითაც პიონერია მოდის სამყაროში და ლიდერობისკენ აშკარა მიდრეკილებები აქვს. ის ტრადიციულ შეხედულებებს არ ითვალისწინებს და ამკვიდრებს სიახლეებს. არის თუ არა გვასალია ბერნი სანდერსის ფანი, იყო თუ არა ეს მოდის ინდუსტრიის თავკაცობაზე კამპანია და მიიღებს თუ არა თქვენს ხმას? – კითხულობს გამოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g