LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ ქრეიგმა და რეიჩელ ვაისმა დაამტკიცეს, რომ დაშორებას არ აპირებენ

172

დენიელ ქრეიგი და რეიჩელ ვაისი უკვე ექვსი წელია ერთად არიან. ამის მიუხედავად, წყვილის ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა და ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ. პაპარაცებმა ცნობილი მსახიობები კენედის სახელობის აეროპორტში გადაიღეს, სადაც ისინი მოულოდნელად გამოჩნდნენ. დენიელ ქრეიგი ტრადიციულ ბრიტანულ სტილში იყო გამოწყობილი. კლასიკური შავი პალტო აარჩია რეიჩელ ვაისმაც. წყვილმა აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მოარული ჭორები განქორწინებაზე, სიცრუეა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქრეიგისა და 47 წლის ვაისის დაშორების შესახებ ჭორები რამდენჯერმე გავრცელდა. ბონდის მსახიობი 1992 წელს მსახიობ ფიონა ლოუდონზე იყო დაქორწინებული, წყვილს საერთო ქორწინებიდან ქალიშვილიც ჰყვს. რეიჩელ ვაისს ქრეგი წლებია იცნობდა, თუმცა, მსახიობები ფილმ  Dream House-ის გადაღებებზე დაახლოვდნენ  და  2010 წელს იქორწინეს კიდეც. რაც შეეხება რეიჩელ ვაისს, ის რეჟისორ დარენ არონოფსკიზე იყო დაქორწინებული, რომლისგანაც 2006 წელს ვაჟი შეეძინა. სწორედ ამავე წელს გახდა ვაისი „ოსკარის“ მფლობელიც ფილმისთვის „ერთგული მებაღე“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები