LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების სახლი, რომელიც 33 მილიონი ღირს (ფოტო)

124

გამოცემა TMZ-ის ცნობით დევიდ და ვიქტორია ბექჰემების სახლი ბევერლი-ჰილზში, რომელიც წყვილმა 2007 წელს შეიძინა, იყიდება. სახლის საწყისი თანხა 33 მილიონი დოლარია და 13 ათას კვადრატზეა გაშენებული. თავის დროზე მეუღლეებმა სახლი 22 მილიონად შეიძინეს.

ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლი, სადაც წყვილმა 11 წელი გაატარა, ულამაზეს გამწვანებულ ტერიტორიას  წარმოადგენს. დრონით გადაღებული ფოტოებით ჩანს, რომ სახლი მთლიანად პალმებშია ჩაფლული და ეზო ულამაზესი მწვანე ბილიკებითაა გაფორმებული.

სახლს აქვს 6 საძინებელი ოთახი, 9 აბაზანა, საბილიარდო, შიდა და გარე აუზი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და მუსიკალური ოთახი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები