LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან კანადაში მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალური გახდა

156

ურუგვაის შემდეგ , კანადა მეორე ქვეყანაა, სადაც  კანაფის რეკრეაციული მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა.

დაპირება კანადელებს 2015 წელს, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს პარტიამ არჩევნებში გამარჯვებისას მისცა. ტრუდო მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას მარიხუანის წარმოებისა და მოხმარების უკეთ კონტროლში დაეხმარება.

კანონის თანახმად, კანადაში მცხოვრებ სრულწლოვნებს მარიხუანას, მისი ზეთისა და თესლების ლიცენზირებული მწარმოებლებისგან ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ, თუმცა მოცულობის დასაშვები ზღვარი 30 გრამია. ამასთან, დასაშვებია   სახლში მცენარის მაქსიმუმ ოთხი ძირის  გაზრდა.

კანონის დარღვევა კი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. კერძოდ, არასრულწლოვნისთვის მარიხუანას მიყიდვა 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ქვეყნის მასშტაბით უკვე  100 მაღაზია გაიხსნა, სადაც მომხმარებელს მარიხუანას შეძენა შეეძლება.

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც მარიხუანას წარმოება და გაყიდვა დააკანონა, 2013 წლის დეკემბერში ურუგვაი გახდა. რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის მოხმარება ლეგალურია აშშ-ის რამდენიმე შტატშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები