LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღემდე არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერლ ბავშვთა დახმარების ეფექტიანი სისტემა – ომბუდსმენი

67

„სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი სისტემა და დახმარების სათანადო მექანიზმები,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ასახული.

როგორც ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, ეს კი, ლომჯარიას თქმით, ხდება განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მაღალია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რიცხვი.

„საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150 000-ს აჭარბებს.  სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვები 11% კი ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის გამო იქნენ გამოყვანილი. 2017 წელს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა. დასაქმების თხოვნით სხვადასხვა დაწესებულებას 300-ზე მეტმა შშმ პირმა მიმართა, მათგან მხოლოდ 161 იქნა დასაქმებული,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები