LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეში ერთი ფინჯანი ყავა სიცოცხლეს 9 წუთით ახანგრძლივებს

342

ორი უახლესი კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, განსაკუთრებით გაახარებთ ყავის მოყვარულებს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავის მიღება ყოველდღიურად აუცილებელია. გაირკვა, რომ დღიურად ერთი ფინჯანი ყავაც კი ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რიკს და საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

16 წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ 42 000 ადამიანი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებებით გარდაიცვალა, ყავის მომხარებელი არ იყო. ლონდონის სამეფო ოჯახის კოლეჯის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყავის სისტემატიური მიღება ყველა სახის დაავადების განვითარების რიკს ამცირებს. მაგალითად მამაკაცებთან, რომლებიც დღიურად 2 ფინჯან ყავას სვამდნენ, სიკვდილიანობის რისკი 12%-ით შემცირდა, ქალებში კი ამ მაჩვენებელმა 7%-ით იკლო. ამავე კვლევის შედეგაც შემოწმდა 14 000 ადამიანის მეტაბოლური ბიომარკერები და გაირკვა, რომ ყავის მოყვარულთა ღვიძლი ბევრად ჯანსაღია, ამავე კატეგორიას ორგანიზმში კარგად ურეგულირდება გლიკემიის დონეც. პროფესორი დევიდ შპიგელჰალტერი ამბობს, რომ ყავა საერთო ჯამში მამაკაცებში სიცოცხლეს 3 თვით, ხოლო ქალებში ერთი თვით ახანგრძლივებს. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარები ყავის უნიკალურობას ანტიოქსიდანტებითა და ფენოლების ნაერთებით ხსნიან, რომლებიც ჯანმრთელობაზე კარგად აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები