LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას 2017-წელს დაიწყებს

67

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას ოფიციალურად 2017 წლის თებერვლიდან დაიწყებს.

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტუსკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მას უთხრა, რომ ოფიციალური მოლაპარაკების დასაწყებად თებერვლამდე მზად იქნება.

დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდა. მოსახლეობის თითქმის 52%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

პოპულალურები