LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობა იაპონიაში – დაღუპულია 7 ადამიანი

56

იაპონიის სხვადასხვა რაიონში დიდთოვლობის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შვიდი ადამიანი დაიღუპა. ხოლო 70-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია NHK ავრცელებს.

ყველაზე რთული ვითარება ფუკუის პრეფექტურაშია, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს აღწევს.

იაპონიაში დიდთოვლობა უკვე მეორე კვირაა, გრძელდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ათობით ავიარეისი გადაიდო. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში კი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. ასევე,  ზოგიერთ დასახლებაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები