LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილის სასარგებლო რჩევები წონის ეფექტურად დასაკლებად

304

დილიდანვე საქმეებში ჩართულს, ხშირად გაზმორვა და გაღიმება გვავიწყდება, რაც როგორც აღმოჩნდა გამოფხიზლების საუკეთესო საშუალებაა. მათ კი, ვისაც წონის დაკლება სურს, შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც მართალც ეფექტურად მოქმედებს.

 

* ბუნებრივი სინათლე დადებითი ენერგიით მუხტავს და პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზმზე. მეტიც, მეცნიერების მტკიცებით, დილის კაშკაშა სინათლე არეგულირებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებს. ასე რომ, სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, შემოუშვით ოთახში სინათლე, კარგად გაიზმორეთ და გაიღიმეთ.

* რამდენიმეწუთიანი ვარჯიში საუზმემდე ბევრად ეფექტურია, ვიდრე სრულფასოვანი ფიტნეს-გაკვეთილი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კვლევების თანახმად, ის უფრო მეტ ცხიმს წვავს, ვინც ვარჯიშის შემდეგ მიირთმევს ნოყიერ საუზმეს, ვიდრე ის, ვინც მსუბუქად საუზმობს და მხოლოდ მერე მიდის სპორტდარბაზში.

* თუ დილაობით ფორთოხლის ან ვაშლის წვენის მირთმევას ხართ შეჩვეული, სტანდარტული ფართო ჭიქა, მაღალი და ვიწრო ჭიქით ჩაანაცვლეთ. ასე ბევრად მარტივია შეამციროთ სითხის და მასთან ერთად შაქრის მიღება. ისე კი, უკეთესია ნებისმიერი წვენის ნაცვლად დილას სუფთა წყალი დალიოთ.

* შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა თუ კალოერიების შემცირება გსურთ, წაუსვით კარაქის ან ჯემის ჩვეული პორციის ნახევარი ტოსტს ქვედა ნაწილზე. სპეციალისტებს თუ ვენდობით, ასე ენა უფრო სწრაფად გრძნობს გემოს და ორგანიზმსაც ბევრად სწრაფად უგზავნის საჭირო სიგნალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები