LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს ხვდება

37

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების, მათი განხორციელების პროცესისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო ესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები