LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილმა თეთნულდზე მშენებარე საბაგიროები დაათვალიერა

38

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე  4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს  პირველი ვიცე-პრემიერი გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების  კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას  “კავკასუს როუდ პროჯექტი ”  და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს.   აღსანიშნავია, რომ თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება.

თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები