LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოს პაოკ შეხვდა

31

ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის ”დინამოს” საბერძნეთის წარმომადგენელი პაოკ შეხვდა.

უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 18 აგვისტოს ”დინამო არენაზე” ითამაშებს, საპასუხო მატჩი სალონიკში 25 აგვისტოს შედგება.

პაოკ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა. იგი ამსტერდამის ”აიაქსმა” გამოაგდო. პირველ შეხვედრაში ამსტერდამში ბერძნებმა ფრედ ითამაშეს (1:1), თუმცა შინ 1:2 წააგეს დაა ახლა საქართველოს ჩემპიონთან გაარკვევენ ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის საკითხს.

პაოკ-ის ”ტუმბას” სტადიონზე 28 700 მაყურებელი ეტევა.

სხვათა შორის, ამ გუნდში ომარ თეთრაძეს უთამაშია, ერთ დროს კი ოლეგ ბლოხინი წვრთნიდა.

მეტოქე რა თქმა უნდა ხელწამოსაკრავი არ არის, თუმცა შეიძლებოდა უარესი ან უკეთესო ვარიანტიც დამჯდარიყო. მაგრამ მთავარია, რომ ამ გუნდთან თამაში შეიძლება და ”დინამო” უშანსოდ ნამდვილად არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები