LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალ Playboy-ს გამოცემა შესაძლოა, შეწყდეს

105

კომპანიამ Playboy Enterprises ჟურნალ Playboy-ს ბეჭდური ვერსიის გამოცემაზე, შესაძლოა, უარი თქვას, რადგან ჟურნალი წამგებიანი გახდა. მისი დამაარსებლის ჰიუ ჰეფნერის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიაში ახალი ეტაპი დადგა, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

Playboy Enterprises გეგმავს, კონცენტრირდეს World of Playboy-ზე, რომელიც მოძველებულ ბეჭდურ ვერსიაზე გაცილებით დიდია და 2018 წელი გარდამავალი პერიოდი იქნება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

“ჟურნალ Playboy 1953 წლიდან გამოდის. ბოლო წლებში მისი ტირაჟი 5-6 მილიონიდან 500 ათასამდე შემცირდა, ისევე როგორც გამოცემის სიხშირე. ის წელიწადში 6-ჯერ გამოდის. კომპანიამ ბოლო პერიოდში 7 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა”, – წერს დასავლური მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები