LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილს ცეცხლი გაუხსნეს – სახლში მყოფი ერთი პირი დაიღუპა

37

დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაესხნენ. თავდასხმა დიღომში, დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, თავდამსხმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

ამ დროისთვოს არსებული  ინფორმაციით, დაჭრილია შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი და მოკლულია მის სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თავად დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი. შსს ამ დრომდე აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები