LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოჰაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “ეგრისის” კონცერტები გაიმართა

113

დოჰაში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “ეგრისის” კონცერტები გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდა UNESCO-ს დოჰას ოფისისა და კატარას კულტურული უბნის მიერ ორგანიზებული “კულტურული მრავალფეროვნების ფესტივალის” ფარგლებში და ემსახურება საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას კატარში.

“ახალგაზრდა მოცეკვავეთა ანსამბლი, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვებისგან შემდგარი წარმოდგენით გამოვიდა, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ადგილობრივ მედია საშუალებებში “ეგრისის” კონცერტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რომელშიც ხაზგასმული იყო ქართული ცეკვის სილამაზე, შესრულების სირთულე და კოსტიუმების მრავალფეროვნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართული ცეკვის საღამოს კატარაში ესწრებოდნენ UNESCO-ს ოფისისა და კატარას კულტურული უბნის წარმომადგენლები, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ფართო საზოგადოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები