LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალ ტრამპის 28 წლის მრჩეველმა სილამაზით მელანია დაჩრდილა

216

ამერიკის პრეზიდენტი დონალ ტრამპი მეუღლესთან ერთად იაპონიაში იმყოფება. აზიური ტურნეს ფარგლებში პირველ ლედის საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. 47 წლის მელანია ტრამპი იაპონიის პრემიერ–მინისტრის მეუღლესთან ერთად სკოლას ესტურმა, სადაც 300-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს შეხვდა. მოგვიანებით კი მელანია პრემიერის მიერ ორგანიზებულ წვეულებას დაესწრო, სადაც „ვალენტინოს” ულამაზეს წითელ კაბაში გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ წვეულების მთავარი გმირის სტატუსი მელანიას 28 წლის ჰოუპ ჰიკსმა „წაართვა”, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველია კომუნიკაციის დარგში. ჰიკსი წლების მანძილზე ბრენდ „ივანკა ტრამპის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო.

ჰოუპ ჰიკსი იაპონიაში პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით ორგანიზებულ წვეულებაზე საინტერესო იმიჯით წარსდა. ის ელეგანტური პიჯაკითა და ბაფთით იყო წარმოდგენილი. პიარის სპეციალისტს საკმაოდ მკვეთრი მაკიაჟი ამშვენებდა და ამით კიდევ უფრო მეტად იქცევდა საზოგადოების ყურადღებას.

რაც შეეხება ჰოუპ ჰიკს, ის 1988 წელს გრინვიჩში დაიბადა. მოდელის პროფესია საკმაოდ ადრე, 11 წლის ასაკში დაიწყო. უნივერისტეტის დასრულების შემდეგ პიარის პროფესიის ათვისებას აქტიურად შეუდგა. ჰოუპმა პრეზიდენტის მრჩევლობამდე დიდი გზა გაიარა. საინტერესოა, რომ ჰოუპის მამა, პოლ ჰიკსი პიარ-სააგენტო Ogilvy-ის ხელმძღვანელი გახლდათ. ივანკა ტრამპი ჰოუპმა 2012 წელს გაიცნო და თანამშრომლობაც მალევე შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები