LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ზაზა ფაჩულიას გუნდს აღარ შეხვდება

53

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონისთვის “გოლდენ სტეიტისთვის” თეთრ სახლში მიღებაზე უარი თქვა. ტრადიციულად, NBA-ის მოქმედი ჩემპიონი ახალი სეზონის წინ, ვიზიტით მიდის თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტს ხვდება.

გაირკვა, რომ შეხვედრის გაუქმების მიზეზი ტრამპის მიმართ “გოლდენ სტეიტის” არაერთი მოთამაშის  ნეგატიური დამოკიდებულებაა. მაგალითად, გუნდის ლიდერმა სტივენ კარიმ აღიარა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის დიდი სურვილი არ აქვს.

“თეთრ სახლში ვიზიტი – დიდი პატივია ჩემპიონი გუნდისთვის, – დაწერა “ტვიტერზე” ტრამპმა. – სტივენ კარი ყოყმანობს, ამიტომაც, ჩვენი მოწვევა გაუქმებულია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები