LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან გამიკვირდებოდა, რომ პირადად ჩვენ არ შეგვხებოდა ეს რეპრესიები”

102

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რეპრესიებზე წერს.

თაქთაქიშვილის თქმით მის გამო, მის მეუღლეს ილია ნიკოლაიშვილს ბევრის გადატანა უწევს.

“ტერორის ახალი შემოტევის” მიზეზად ის პრინციპების ერთგულებას და უკომპრომისობას ასახელებს.

“ძალიან გამიკვირდებოდა, რომ პირადად ჩვენ არ შეგვხებოდა ეს რეპრესიები. ტერორის ეს ახალი შემოტევა უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სწორად ვიქცევით, არ ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს და არასოდეს წავსულვართ კომპრომისზე, პირველ რიგში ჩვენს სინდისთან. არც ახლა ვაპირებ!
ჩვენი პირადი ამბავი უბრალოდ ზღვაში წვეთია იმ ტოტალურ უსამართლობაში, რაც მოღალატეების და კრიმინალების ხროვამ არგუნა ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო, თავდადებულ, პატიოსან და უანგარო ადამიანებს.
Elias Nicholson ბოდიში, რომ ჩემს გამო ამ ყველაფრის გადატანა გიწევს!”, – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები