მომღერალი ლელა წურწუმია, ინსტაგრამზე მისი დისშვილის სანდრო წურწუმიას ფოტოს აქვეყნებს. როგორც ლელა წერს, ეუბნებიან, რომ სანდრო მას ძალიან ჰგავს.
“ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან ♥️( ჩემი დისშვილია) მიყვარხარ ჩემო ბიჭო♥️ ფოტო sashaprishvin ♥️” – წერს ლელა წურწუმია ინსტაგრამზე.
სანდრო ლელას დის, ხათუნა წურწუმიას შვილია. მომღერალი საზოგადოებაში მასთან ერთად ხშირად ჩნდება.
როგორც ცნობილია ლელა წურწუმია უფროსი დისშვილის აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული. პატარა სანდრო ლელამ კლიპშიც გადაიღო, რომელიც ჟურნალისტ გიორგი სანაიას ხსოვნას ეძღვნებოდა.