LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალოვან უწყებებში ტენდერებზე შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს

158

ძალოვან უწყებებში ტენდერებზე შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. ეს შესაძლებლობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა არ გამორიცხა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, შესყიდვებთან დაკავშირებით ორი მხარე არსებობს – სამართლებრივი და მორალური.

„შესყიდვებს აქვს სამართლებრივი და მორალური მხარე. სამართლებრივად, როგორც თავდაცვის სამინისტრო, ისე შსს გამართული არის, მეტიც ამ უწყებებს შესყიდვებთან დაკავშირებით აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ შესყიდვებში და კანონის შესაბამისად დაიცვან ყველა ის წესი, რაც განსაზღვრავს და არეგულირებს შესყიდვებს, მით უმეტეს, არსებობს შესყიდვების სააგენტო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას. რაც შეეხება მორალურ მხარეს, რა თქმა უნდა, არავის გვსიამოვნებს, რომ შეიძლება არასანდო პირები აწვდიდნენ თავდაცვის და შსს-ს სამინისტროს თუნდაც არასაიდუმლო დანიშნულების მასალებს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, გამოვნახოთ ის ფორმა, რომელიც დაემყარება საერთაშორისო პრაქტიკას და თავიდან ავიცილოთ არასაიმედო მომწოდებლების ჩართვა ტენდერებში. ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად რისკების შემცველი, მაგრამ სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ და სწორი ფორმა გამოვნახოთ,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები