LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე – ბევრი ღირსეული კანდიდატი განიხილება – ვერავის გამოვრიცხავ

42

ძალიან მოკლე დროში ჩვენი გუნდი დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს – ვსაუბრობთ სხვადასხვა შესაძლო ვერსიაზე და ბევრი ღირსეული კანდიდატი განიხილება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, სოზარ სუბარისა და სალომე ზურაბიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ვსაუბრობთ სხვადასხვა შესაძლო ვერსიაზე. ჯერჯერობით ეს კონსულტაციები არ არის დასრულებული და რამე კონკრეტული ფორმატი არ ყოფილა, მაგრამ ეს არ არის ამ დროისთვის გადაწყვეტილი საკითხი. ვერავის გამოვრიცხავ. საბოლოოდ, გუნდი უნდა შეჯერდეს ერთიან პოზიციაზე. დაველოდოთ, მოკლე დროში დასახელდება, თუ ვის შეარჩევს მმართველი პოლიტიკური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები