LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„36-ე მუხლით ვიმოქმედეთ? სად დაირღვა კონსტიტუცია, რაზე გადაირია ჩუგოშვილი და ბესელია?“ – ირაკლი კობახიძე საკუთარ განცხადებაზე

310
კობახძე

„პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსტიტუციის 36-ე მუხლით ვიმოქმედებთ, რომელიც სტატუსისა და უფლებამოსილების მუხლია და კანონში ცვლილებებს პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გავუგზავნით – ასეთ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში,“ – ამის შესახებ პარლამენტში, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანამდე კობახიძემ თქვა, რომ თითქოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაეგზავნება და ძალაში მისი ხელმოწერის გარეშე შევა.

„36-ე მუხლით ვიმოქმედეთ? თან ამ მუხლს „სტატუსი და უფლებამოსილება“ ჰქვია.

ხომ გვიწერია, რომ პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას – სად დაირღვა კონსტიტუცია?

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში.

თამარ ჩუგოშვილი ამ ყველაფრით აღშფოთდა. ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც ძალაუფლების უზურპაცია.

ასევე ქალბატონი ეკა ბესელია, რომელიც მათი ერთ-ერთი მთავარი დამცველია, ამბობს ასეთ რამეს: პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს.

არ გადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს „ქართული ოცნება“. რატომ? 36-ე მუხლით ხომ ვიმოქმედეთ?!  ხომ გვიწერია, რომ პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას.

სად დაირღვა კონსტიტუცია? რაზე გადაირია ჩუგოშვილი და ბესელია?,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციებს შესახებ“ კანონში ცვლილებები ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია.

„ეს იყო ლუსტრაცია.. კანონპროექტი პრეზიდენტთან უკვე გადაგზავნილია“ – მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ „იხუმრა“

„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.. პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია