ელენე ხარაშვილი: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ რომ თქვენს შვილს ჯანსაღი და ლამაზი კბილები ჰქონდეს

პოპულარული

ელენე ხარაშვილი: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ რომ თქვენს შვილს ჯანსაღი და ლამაზი კბილები ჰქონდეს

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის კბილებზე ზრუნვა,  რატომ უნდა დაველოდოთ სარძევე კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლას, საჭიროა თუ არა პატარებისთვი სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, რა პროდუქტები უწყობს ხელს კბილების გაჯანსაღებას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ბავშვს ლამაზი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის თერაპევტმა, ორთოდონტმა ელენე ხარაშვილმა ისაუბრა, რომელიც ამავე დროს ბავშვთა და მოზარდთა სტომოტოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია.

ელენე, რა ასაკიდან იწყება ბავშვის კბილებზე ზრუნვა?

მიღებულია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა დაემთხვეს პირველი კბილის ამოჭრას. რადგან არის პირის ღრუში კბილი, არსებობს კარიესის საშიშროებაც. სტომატოლოგი გაძლევთ რეკომენდაციებსა და რჩევა-დარიგებებს კვებასთან, ჰიგიენასთან და პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი სტომატოლოგთან ვიზიტი დაემთხვეს ტკივილს, პირიქით, პირველადი ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა იყოს პროფილაქტიკური. ტკივილის დროს ბავშვი გაღიზიანებულია, პროფილაქტიკური მიმართვის დროს კი მეტი ნდობა ყალიბდება ექიმის მიმართ.

რატომ უნდა დაველოდოთ სარძევე კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლას?

სარძევე კბილები ძალიან მნიშვნელოვანია ყბა-კბილთა სისტემის განვითარებისთვის. არსებობს ასეთი მითი, რომ რადგან ისინი იცვლება, მათი მკურნალობა საჭირო არ არის, არის კიდევ ასეთი მითიც, რომ სარძევე კბილებს არ აქვთ ნერვი და შეუძლებელია ბავშვს ის სტკიოდეს. ეს ასე არ არის. სარძევე კბილი ავითარებს ყბებს ზრდაში, ასევე უნახავს ადგილს მუდმივ კბილს. როდესაც სარძევე კბილი ნაადრევად იკარგება, მუდმივ კბილს კი თავისი ამოჭრის ვადები აქვს, სივრცე გადაადგილებული კბილებით იცვლება. რაც შემდეგში უამრავი პრობლემის გამომწვევი ხდება, რასაც ორთოდონტია დიდი ძალისხმევით ებრძვის.

ბევრი კითხვა იმის ჯაგრისთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა პატარებისთვი სპეციალური ჯაგრისის გამოყენება

კბილების გამოხეხვა, ჰიგიენა და კვების რეჟიმი მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ჯამში ვიღებთ ჯანსაღ კბილებს. კბილის ჯაგრისი უნდა შეირჩეს ასაკობრივად და ეს მწარმოებელს გათვალიწინებული აქვს. ჯაგრისი, რომელიც გათვალისწინებულია 0-3 წლამდე ასაკი ბავშვისთვის, რა თქმა უნდა არ არის კომფორტული რვა წლის ასაკის ბავშვისთვის. ჯაგრისი შედგება ტარისაგან და თავისაგან, რომელზეც განლაგებულია ჯაგრულები. ჯაგრულების ზომა არ უნდა აღემატებოდეს ორი საღეჭი კბილის სიგრძეს. მანუალური ჯაგრისები არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, რომ წავახალისოთ ბავშვები. სასურველია არ იყოს ტარი გადატვირთული, რომ კომფორტულად მოკიდოს ბავშვმა ხელი. ჯაგრისი უნდა გამოვცვალოთ სამ თვეში ერთხელ. რაც შეეხება ახალ ამოჭრილ კბილს, მოწოდებულია, სილიკონის თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, რომელიც წმენდს ერთეულ კბილებს და ამასაჟებს ღრძილებს. რაც შეეხება ელექტროჯაგრისებს, ის საკმაოდ გავრცელებულია, ისინი ხარისხიანად ასუფთავებენ კბილებს. სამ წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს მშობელი, სამი წლის შემდეგ კი მშობელმა უნდა გააკონტროლის გამოხეხვის ხარისხი. ხარისხიანი გამოხეხვა ნიშნავს ყველა კბილის ზედაპირის გასუფთავებას. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ 45 გრადუსიანი დახრით, წრიული მოძრაობებით ვასუფთავებთ კბილის ზედაპირებს, როგორც შიგნიდან, ისე გარედან.

სწორად ჩატარებული ჰიგიენა, ჯაგრისი და კბილის პასტა ნიშნავს იმას, რომ ვეხმარებით ბავშვებს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში.

რომელია კბილების სიჯანსაღისთვის სასარგებლო პროდუქტი და რომელ პროდუქტებს არ უწევთ რეკომენდაციას?

ახალშობილისთვის ძუძუთი კვება უალტერნატივოა. დედის რძის კვებითი ღირებულებების გარდა, მნიშვნელოვანია წოვის პროცესიც, რადგან ჩართულია ლოყები, ენა და ტუჩები, შედეგად ხდება კუნთების სტიმულაცია და ყბა-კბილთა სისტემის განვითარება. თუ ბავშვი ხელოვნურ საკვებზეა, მშობელმა უნდა გამორიცხოს დამტკბარი სითხეების მაწოვარათი მიცემა, მაგალითად მაწონი ან ჩაი. ეს არის კარიესის პირველი გამომწვევი, რომელსაც ე.წ. ბოთლისმიერი კარიესი ეწოდება. მშობლისთვის ვიზუალურად წინა და საღეჭი კბილები არის ყავისფერი, ექიმისთვის კი კარიესით არის დაზიანებული, აქ საუბარია 2.5 წლის ასაკის ბავშვებზე. ამ ასაკში მკურნალობის პროცესი ძალიან რთულია, ხშირად საჭიროა ბჟენების გაკეთება, რესტავრაცია და სხვა მომსახურეობა. როდესაც გადავდივართ შერეულ კვებაზე, მნიშვნელოვანია რაციონი დატვირთული იყოს კალციუმის შემცველი პროდუქტით. იგულისხმება მაწონი, ხაჭო და კეფირი. აუცილებელია მაგარი საკვების მიღება და არა გატარებულის. უნდა განვითარდეს კბეჩისა და ღეჭვის ფუნქცია. ეს ხელს უწყობს როგორც კბილების თვითწმენდას, ისე ღრძილების განვითარებას.

ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი, ტკბილეული, გაზიანი სასმელი, ორცხობილა, საწუწნი კანფეტი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ასევე უნდა შემცირდეს კვებათა შორის ცუცნაობის რაოდენობა.

რა პროდუქტები უწყობს ხელს კბილების გაჯანსაღებას?

გენეტიკური ფაქტორი ყველა დაავადებასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირის ღრუზე ზრუნვა მუცლად ყოფნის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. ამ დროს ხდება პირველი კბილების ჩასახვა. ორსულს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული პირის ღრუ და იკვებებოდეს ჯანსაღად. თუ ჩვენ, პირველი კბილის ამოჭრასთან ერთად, რეგულარულად ვაწარმოებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, მერწმუნეთ, პრობლემა ბევრად ნაკლები იქნება. როდესაც ვატყობთ, რომ პირის ღრუ კარიესულია, ვუწევთ რეკომენდაციას პაციენტი სამ თვეში ერთხელ ესტუმროს სტომატოლოგს.

ჰიგიენა, სწორი კვება და რეგულარული ვიზიტები – ეს არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შეიძლება ჯანმრთელი პირის ღრუს გარანტია გახდეს.

თუ მიხვდით, რომ თქვენმა პატარამ ბევრი ტკბილეული მიიღო და ვერ ახერხებთ გამოხეხვას, დააბალანსეთ ბევრი წყლის მიღებით, ან წყლის გამოვლებით. ტკბილეულის მიღება პირის ღრუში იწვევს მჟავიანობას და ის დაბალმინერალიზებულ სარძევე კბილებს უფრო მარტივად ამარცხებს, აქედან გამომდინარე ვითარდება კარიესი, წყალი ანეიტრალებს მჟავე გარემოს. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, რომ ბავშვი მიიღებს ბევრ ტკბილეულს, გამოივლებს წყალს და ყველაფერი კარგად იქნება. წყალი არის ჯადოსნური სითხე, პირის ღრუში წყლის ბალანსი ბევრად მეტ სარგებლობას იწვევს, ვიდრე ხილის წვენები, რომლებიც ასევე შაქარს შეიცავენ. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? მშობელმა უნდა იცოდეს, რომ პირის ღრუს მოვლა იწყება პირველი კბილის ამოჭრიდან. ნუ დაელოდებით, როდის მოიცვლის ბავშვი კბილებს. 6 თვიდან, 13 წლამდე ბავშვს აქვს სარძევე კბილები და გამოდის რომ ამ ასაკამდე ბავშვს ჰიგიენა არ სჭირდება? გარდა იმისა, რომ ბავშვს არ აქვს ლამაზი კბილები, საჭმელი არ მუშავდება კარგად. კბილის ფუნქცია ხომ საკვების მექანიკური გადამუშავებაა და წარმოიქმნება პრობლემა საჭმლის მომნელებელ ტრატქში. ადამიანი ერთი მთლიანობაა და ერთი პრობლემა მეორეს აუცილებლად აზიანებს. ასევე, თუ ბავშვი გახანგრძლივებულად წოვს მაწოვარას, თითს, იკვნეტს ფრჩხილებს, აუცილებლად გექნებათ ორთოდონტიული პრობლემა. 7 წლამდე ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ორთოდონტთან ვიზიტზე ნამყოფი. თუ ბავშვი გახანგრძლივებულად სუნთქავს პირით, ეს ნიშნავს, რომ მას უვითარდება ზედა ყბა ნაკლებად და ქვედა ყბა მეტად.

რატომ არ უნდა ამოვიღოთ კბილები ნაადრევად?

იმიტომ, რომ სარძევე კბილი მონაწილეობს ყბების ზრდაში და მათი ნაადრევი ამოღება ნიშნავს ადგილის დაკარგვას მუდმივებისთვის. თუ რიგი მიზეზების გამო, არ ხერხდება კბილის შენარჩუნება, არსებობს ორთოდონტიული აპარატები, ე.წ. ადგილის შემანარჩუნებლები. არსებობს რენდგენოლოგიური სურათები, რომლებიც გვეხმარება ზეკომპლექსური კბილების აღმოჩენაში. არსებობს მავნე ჩვევებთან ბრძოლის კონკრეტული ორთოდონტიული აპარატები, რომელიც ეხმარება მშობელს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მშობელმა უნდა იცოდეს. როდესაც ხდება ცენტრალური მუდმივი კბილების ამოჭრა, ამავე დროს ამოიჭრება მუდმივი მეექვსე კბილი. მისი დაზიანების რისკი 90%-ს შეადგენს. მშობელს აქვს განცდა, რომ ბავშვმა ისიც უნდა მოიცვალოს. ეს კბილი ამოდის სარძევე საღეჭი კბილების შემდეგ. ის ზომაში მსუბუქად განსხვავდება. არსებობს ე.წ. ფისურების ჰერმეტიზაცია, პროფესიულ წმენდასთან ერთად, რომელიც პროფილაქტიკურ ღონისძიებას გულისხმობს და ხდება კბილის ზედაპირის ფტორის შემცველი გელით დაფარვა.

ფერადი პლომბები, რა დატვირთვა აქვთ მათ და როგორ კეთდება ბჟენი უმტკივნეულოდ პატარებში?

დღეს არსებობს ფერადი ბჟენი და ისეთივე ხარისხიანია, როგორც თეთრი. ბჟენი შეიცავს ფტორს, კეთდება მხოლოდ სარძევე კბილებზე. უმტკივნეულო პროცედურა ალბათ უფრო ექიმის ენთუზიამზეა დამყარებული. პროცედურა ტარდება ანესთეზიით, თუ ეს საჭიროა ჩვენების მიხედვით. მე ვურჩევ მშობლებს, მათი უარყოფითი გამოცდილება არ გაუზიარონ ბავშვებს და თუ თავად მშობელს ეშინია სტომატოლოგის, ის არ გაყვეს ვიზიტზე, რადგან შიში გადადის ბავშვზე. მშობელმა უნდა გაითავისოს, რომ ბავშვი, ექიმი და მშობელი ერთი გუნდია და ერთი მიზანი აქვთ. ნდობის ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანია.

რა ასაკიდან იწყება კბილების მოცვლა და რა ითვლება პათოლოგიად?

პირველი კბილის ამოჭრა სტანდარტულად მიჩნეული იყო, რომ 6-8 თვის ასაკში ხდებოდა. მე გეტყვით, რომ 6 თვიდან ერთი წლის ასაკამდეა. თუ ბავშვს კბილები 6-8 თვის ასაკში ამოუვიდა, მიიჩნევა, რომ ნორმაა, თუ ექვს თვემდე ამოუვიდა კბილები, მიიჩნევა, რომ ნაადრევია, თუ ერთი წლიდან წლინახევრამდე, მიიჩნევა რომ დაგვიანებულია. შესაბამისად, თუ კბილი ამოუვიდა 4 თვის ასაკზე, ის უფრო ადრე მოიცვლის მას. მთავარია, სამი წლის ასაკში ბავშვს ჰქონდეს 20 სარძევე კბილი. მუდმივებით მათი ჩანაცვლება 6-8 წლის ასაკში იწყება. თუ არსებობს რაიმე პათოლოგია, ეს აუცილებლად გამოჩნდება ორთოპანტომოგრამაზე. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ კბილები არ ამოდის ბავშვს და როდესაც ვიღებთ პანორამას, ჩანს რომ ჩანასახი არ არის. ჩანასახის არარსებობა ატარებს როგორც გენეტიკურ ხასიათს, ასევე შეიძლება იყოს სარძევე კბილზე არსებული გახანგრძლივებული პათოლოგია. რენდგენოლოგიურად, როდესაც სარძევე კბილია პირის ღრუში მის ქვემოთ, პროპორციულად ვითარდება მუდმივი კბილი. მუდმივი კბილი ზრდასთან ერთად იწვევს სარძევე კბილების ფესვების გალევას.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ბავშვს ლამაზი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს?

კვების რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. შევზღუდოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, გავააქტიუროდ ჰიგიენა, დავნერგოთ წესად დილას-საღამოს კბილების გახეხვა და ეს უნდა გაგრძელდეს ორი წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოს ბავშვმა ხილი, ბოსტნეული, წყალი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები და პროფესიული წმენდა, რაც აჯანსაღებს კბილებს. თუ ბავშვი სუნთქავს პირით, იცოდეთ, რომ სამ თვეში ერთხელ უნდა ესტუმროთ ექიმს, რადგან აქ ნერწყვი ვეღარ ასრულებს ბუფერის ფუნქციას, იმიტომ რომ მისი პირის ღრუ ძირითადად მშრალია. სულ სამი პუნქტია მნიშვნელოვანი: კვება, ჰიგიენა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან.  

გადაცემის ლაივი:

რომელი პროდუქტები უწყობს ხელს კბილების გაჯანსაღებას ბავშვებში. ბავშვთა თერაპევტი.ორთოდონტი ელენე ხარაშვილი გადაცემაში ”სტუმრად ექიმთან”

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on 2018 წლის 7 თებერვალი, ოთხშაბათი

გადაცემის აუდიო ჩანაწერი:

რჩევები /

|

8 თებერვალი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 212325
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 212325
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (212325) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (22948,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 294473
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-10-11 17:50:57
                    [post_date_gmt] => 2018-10-11 13:50:57
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითები გულთან დაკავშირებით და რეალური საფრთხე, რომელიც გულიდან მომდინარეობს. სიმართლეა თუ არა გავრცელებული მითები გულთან დაკავშირებით, რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული გულის პათოლოგიები, ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს - ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა კაციტაძემ ისაუბრა.

ბატონო ზაზა, შესაძლოა თუ არა ფეხების შესიება, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა,  გულის შეკუმშვის შეგრძნება და მსგავსი  სიმპტომები საერთოდ არ მიუთითებდეს გულის დაავადებებზე? 

რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები საერთოდ არ იყოს გულთან კავშირში. ფეხების შესიება შესაძლოა, ვენური უკმარისობის მიზეზით მოხდეს. გულის ცემის აჩქარება და გულის ცემის შეგრძნება შესაძლოა, ელექტროლიტური დისბალანსით იყოს გამოწვეული, მით უმეტეს ახლა გავრცელებული დიეტების ფონზე. სუნთქვის უკმარისობა, თავისუფლად შეიძლება იყოს დაკავშირებული თამბაქოს მოხმარებასთან, ფილტვის დაავადებებთან ან საყლაპავის თიაქართან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ყველა ეს სიმპტომი სწორედ  გულთან იყოს დაკავშირებული.   ნებისმიერი ჩივილის დროს აუცილებელია ჩატარდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა. ვთქვათ, თუ პაციენტი მივიდა ექიმთან, გაესინჯა კარდიოლოგს და აღმოჩნდა, რომ ეს გული არ არის, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საფუძველი, რადგან ყოველთვის უნდა მოინახოს მიზეზი.

https://www.youtube.com/watch?v=c4hv_OLguUM

მართალია თუ არა, რომ ტკივილი მარცხენა ხელის არეში და ძლიერი ტკივილი კუჭის არეში, შესაძლოა გულის შეტევაზე მიანიშნებდეს?

თუ პაციენტი არის რისკის ჯგუფში, მაგალითად შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებებით, შეიძლება ეს ყველაფერი გულთან იყოს კავშირში. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება.

რაც შეეხება, ხელის და მუცლის ტკივილს, რა თქმა უნდა ასეთ დროს ერთ-ერთი რასაც ფიქრობ ადამიანი, არის გული. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც მიდის უკანა კედლის იშემია, იქ შეიძლება იყოს კუჭის არეში ტკივილი გამოხატული, მაგრამ ხანდახან არც ეს არის გული, იმიტომ რომ,  მაგალითად ხელის ტკივილი ახასიათებს ძალიან ხშირად ოსტეოქონდროზს კისრის არეში. მუცლის არეში ტკივილი შესაძლოა, გასტრიტის ან საყლაპავის თიაქარის მიზეზით იყოს გამოწვეული. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანს როგორც კი ეტყვიან, რომ ეს გული არ არის, არ უნდა დამშვიდდეს და გააგრძელოს სიმპტომების მიზეზის ძიება.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ექიმთან სიარული, იგივე პროფილაქტიკური მედიცინა, რომელიც ძალიან ბევრ გართულებას აგვაშორებს თავიდან.
ნერვული სისტემის პათოლოგიები და პრობლემები, მაგალითად თავბრუსხვევა, სისუსტე, წნევის ცვალებადობა, ძლიერი შიშები - ხშირად როდესაც მსგავსი სიმპტომები გვაწუხებს, გარშემომყოფები ამ ყველაფერს ნერვულ აშლილობას უკავშირებენ , რეალურად კი მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გულთან იყოს კავშირში. როგორ შეიძლება  გავარჩიოთ ეს პრობლემები ერთმანეთისგან ? როდესაც მდგომარეობა არის ძალიან რთული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ. თავბრუსხვევები და თავის ტკივილი შესაძლოა რიტმის დარღვევასთან ან მაღალ არტერიულ წნევასთან იყოს დაკავშირებული. დიაგნოზს სვამს პროფესიონალი და არა მეზობელი, რომლის აზრითაც თქვენ ნევროზი გჭირთ, ამიტომ არის აუცილებელი მიმართოთ ექიმს. თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, შესაძლოა განპირობებული იყოს აორტის სარქვლის სტენოზით ან რითმის დარღვევით. ამიტომაც აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება. მე მყოლია პაციენტი, როდესაც თავბრუსხვევა გამოწვეული ყოფილა ნევროლოგიური დარღვევებით, მაგრამ თანდართული იყო გულის პათოლოგიაც, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. რაც შეეხება განსხვავებას, ეს გულია თუ არ არის გული, იმ პერიოდში, როგორც კი აღმოცენდება სიმპტომები, უმჯობესია მიმართოთ ექიმს. თუ არ არის კრიტიკული სიტუაცია მაშინ ჯობია  დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი. გამოკვლევა იწყება მარტივად ელექტრო–კარდიოგრაფიული კვლევით და შეიძლება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია გახდეს საჭირო, ასევე კარდიოსკოპიული ეხოსკოპია და ა.შ.  რა როლს თამაშობს გულის დაავადებებში გენეტიკური ფაქტორი და ცხოვრების წესი? რა თქმა უნდა გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყეტია. ყველაზე ხშირი დაავადება  არის კორონარული პათოლოგია, იგივე ინფარქტი, სტენოკარდია, როდესაც პაციენტს ვამზადებთ ჩარევისთვის და სტენდირებისთვის. არსებობს სტატისტიკა, რას უკავია პირველი ადგილი ამ დაავადებების გამომწვევ რისკებში, რომლის მიხედვითაც გენეტიკური ფაქტორი მხოლოდ მეოთხე ან მეხუთეა. დანარჩენი არის ცხოვრების წესი, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, იღებს ქოლესტერინით მდიდარ საკვებს, არ მიდის ექიმთან, არ არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას, არ იღებს მედიკამენტებს. ზოგადად ქართული სენია, რომ თუ წამალი დალიე, ესე იგი მთელი ცხოვრების მანძილზე უძლური იქნები. გენეტიკური წინასწარ განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ, რომ გენეტიკური ფაქტორი არის ჩვენი ორგანიზმის ჯაჭვი, ცხოვრების წესით კი ამ ჯაჭვს ვქაჩავთ. რაც უფრო ცუდი ცხოვრების წესი გვაქვს, მით უფრო მეტად ვქაჩავთ და წყდება იქ, სადაც სუსტი რგოლია. თუ ისე ვიცხოვრებთ, რომ ხისტად და უხეშად არ დავქაჩავთ მას, შესაძლოა, გენეტიკური ფაქტორი არც გამომჟღავნდეს და არანაირი დაზიანება არ დაფიქსირდეს. ძალიან ხშირად გვყოლია  პაციენტი, როდესაც მშობლებს არაფერი არ სჭირთ, მაგრამ შვილს ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ ცუდი ფორმის ინფარქტი და კორონარული პათოლოგია  დაუფიქსირდა, საჭირო გახდა ოპერაცია.  აღმოჩნდა, რომ შვილი სვამს, სიგარეტს ეწევა, არ მისდევს ცხოვრების ნორმალურ წესს. მამა კი სვამს ზომიერად, არ ეწევა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იღებს მედიკამენტებს. შესაბამისად, მას არ გამოუმჟღავნდა, შვილს კი გამოუმჟღავნდა. ყოფით ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და მოულოდნელად აღმოაჩნდებათ სერიოზული პრობლემა, მათ შორის გულზე, მეორე მხრივ კი ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს ეწვიან, მაგრამ ფანტასტიკურად ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. ხომ არ არის თამბაქოს მავნებლობის შესახებ აგიტაცია ზედმეტად უტრირებული ექიმების მხრიდან? სტატისტიკურად ითვლება, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, 5-6 წელი ადამიანი მაინც ითვლება მწეველად. ფილტვებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას ყველაზე მეტად „ურტყამს” თამბაქოს მოხმარება.  გვყოლია პაციენტები, ვისაც ცხოვრებაში არ მოუწევია, არსებობენ ადამიანები, ვინც ეწევა და არაფერი არ სჭირთ, მაგრამ ეს გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული. პირდაპირ გეტყვით, რომ მოწევა ძალიან ცუდად მოქმედებს სისხლძარღვებზე.  რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული გულის პათოლოგიები, ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს? ყველაზე გავრცელებული დაავადება როგორც ჩვენთან, ასევე მთელს მსოფლიოში არის კორონარული არტერიების დაავადება,  რომელიც განპირობებულია არასწორი ცხოვრების წესით. პირველი რისკ ფაქტორებია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოსა და სასმელის ჭარბი მოხმარება. საქართველოს თუ გადავხედავთ, სტატისტიკურად გავრცელებულია სარქვლოვანი პათოლოგიები, რომლებიც განპირობებულია როგორც რევმატული დაავადებებით, ასევე ასაკობრივი ცვლილებებით, რომლებიც აორტის სარქვლის სტენოზით გამოიხატება. ბოლო პერიოდში ჩვენთან განსაკუთრებით გაახალგაზრდავებულია აორტის ანევრიზმები და აღმავალი აორტის დისექციები. უახლოეს პერიოდში 29, 39, 38 წლის ადამიანებში  მოგვიწია ოპერაციის გაკეთება,  რაც ძალიან ახალგაზრდა ასაკია. ეს არის ყველაზე საშინელი დიაგნოზი, რომელსაც ყველაზე მაღალ პროცენტში  ახასიათებს გართულებები. დაავადება კი განპირობებულია იმით, რომ ადამიანი არ სვამს წამლებს, დადის ექიმთან, მაგრამ არ იღებს მედიკამენტებს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ სვამს წამალს? პასუხია მივეჩვიე. შემდეგ კი პაციენტი მოყავთ უკვე გამსკდარი აორტით  და ეს ძალიან მაღალი რისკის ოპერაციაა. თუ გულის გადანერგვის ოპერაციის გართულებების რისკი 6 % - ია, ამ ოპერაციის – 20 %. ამოსავალი წერტილი და უმთავრესი არის ის, რომ ადამიანმა მიიღოს მედიკამენტი, მიხედოს თავის თავს და თუ ამას გააკეთებს, არ დავჭირდებით არც კარდიოქირურგები და არც სხვა დარგის სპეციალისტები. ჭარბი წნევა იწვევს ინსულტებს, ნორმაა 120, მაგრამ არსებობს გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი მუდმივად 130 წნევას ატარებს, რისკი იმისა, რომ  ინსულტი დაემართოს 10%-ით მაღალია. ეს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც 110-120-ს ატარებს. ბოლო პერიოდში, საქართველოში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა გულის ქირურგიაში, ჩვენი რეგიონი ბევრ ქვეყანასთან შედარებით საქართველო ბევრად წინ არის. მათ შორის რუსეთზე წინ, რაღაც პერიოდი სომხეთი იყო უფრო წარმატებული, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ ბევრად წინ ვართ. როდესაც ვაკეთებთ ოპერაციას, პაციენტს ვუხსნით, რომ ჩვენ ვშველით შედეგს, მიზეზს შველის მხოლოდ და მხოლოდ მედიკამენტები და ცხოვრების წესის შეცვლა. როდესაც 3-4 წლის შემდეგ პაციენტი გიბრუნდება და კატასტროფულ მდგომარეობაშია, იწყებ მიზეზების ძიებას, ირკვევა, რომ ეს პაციენტი მას შემდეგ ექიმთან არ ყოფილა და მედიკამენტები არ დაულევია. ხშირად ქართველი პაციენტი ამბობს, რომ ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ არ სვას წამლები. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მცირედით, უკეთესობისკენ ძვრები შეინიშნება. ბატონო ზაზა, რას გულისხმობს ისეთი გავრცელებული ტერმინი, როგორიცაა  „გულის უკმარისობა“? გულის უკმარისობაა, როდესაც გულის კუნთს აღარ შესწევს ძალა, გადატუმბოს იმ რაოდენობის სისხლი, რაც საჭიროა ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. ძალიან ხშირად გულის უკმარისობაში აღნიშნავენ, რომ სუნთქვა უჭირთ ან ფეხები შეუშუპდათ. 80%-ში ეს გულის პრობლემებით არის გამოწვეული, მაგრამ შესაძლოა, სულაც არ იყოს გულის ბრალი. გულის უკმარისობის რამდენიმე გამომწვევი მიზეზი არსებობს. ერთია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტები, რომელიც გულის ისეთ დაზიანებას იწვევს, რომ აღარ შესწევს მას სისხლის გადატუმბვის ძალა. მეორე ეს არის სხვადასხვა დაავადებებისგან განპირობებული, როგორც წესი არის შექცევადი, იგივე სეფსისი, იგივე სხვა დაავადებები, რომლის დროსაც ინფექცია ვარდება და გულის უკმარისობა ვითარდება.  როგორც კი აღმოიფხვრება პრობლემა, გულის უკმარისობაც ქრება. არსებობს სარქვლოვანი პათოლოგიის შემდგომი გულის უკმარისობები, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული რევმატიზმით. ასევე შეიძლება აღმოცენდეს უეცრად, ტრამვის შემდეგ, ზურგზე დაცემის ან ზურგში ჩარტყმის შედეგად. არსებობს გენეტიკური გულის უკმარისობა, როგორიც არის დერატაციული კარდიომიოპათიები, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიები, რომლებიც არსებობს და ადამიანი უკვე გულის გადანერგვის კანდიდატია. ეს ყველაფერი, გამოკვლევის, მკურნალობის და განსჯის საგანია. ჩხვლეტის შეგრძნება გულის არეში, რამ შეიძლება ეს შეგრძნება გამოიწვიოს? ჩხვლეტის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გულია, მაგრამ შეიძლება იყოს კისრის მალების ოსტეოქონდროზით განპირობებული. ასევე შეიძლება იყოს განპირობებული ლოკალური გაციებით ან ნეკნთაშუა ნევრალგიით. ნებისმიერი ამ ჩივილის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის, ვუკეთებთ გამოკვლევას და ვნახულობთ, რამდენად გადის რისკის ჯგუფში. თუ წნევა და ქოლესტერინი არ აქვს მაღალი,  კუმშვადობის მოშლა არ არის,  განდევნის ფრაქცია არ არის დავარდნილი,  ვუკეთებთ დატვირთვის ტესტს და შედეგმა თუ არ გვანახა ცვლილება, კეთდება დასკვნა, რომ გული არ არის ჩხვლეტის შეგრძნების მიზეზი და ვუშვებთ სხვა სპეციალისთან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიუმართია სხვადასხვა სპეციალისტისთვის, მათ გამორიცხეს თავიანთი პროფილი, მოხვდა ჩვენთან პაციენტი და აღმოჩნდა, რომ ეს გულია. თითოეული ამ სიმპტომის აღმოცენებისას, უნდა მოხდეს პაციენტის რეაგირება, პირველი ეტაპი არის ოჯახის ექიმი,   შემდეგ ხდება იმის დადგენა რომელი მიმართულებით წავიდნენ. რომელია ის ძირითადი კვლევები, რომლებიც  ყველაზე გავრცელებული პათოლოგიების ამოსაცნობად გვჭირდება, რა დროს არის მათი ჩატარება აუცილებელი და საჭიროა თუარა პროფილაქტიკის მიზნით ეს გამოკვლევები? თუ ჩივილები არ არის გარკვეულ ასაკამდე, გამოკვლევების ჩატარება აუცილებელი არ არის. მაგალითად 40 წლამდე ქალბატონებში, თუ ის არ არის ძალიან აქტიური მწეველი და არ აქვს დიაბეტი,  გამოკვლევის ჩატარება არ არის საჭირო. გარკვეულ ასაკს რომ გადავცილდებით, ქალბატონებში 45-50 წლის შემდეგ,  მამაკაცებში, 40-45 წლის შემდეგ, უნდა ჩავიტაროთ გარკვეული კვლევები, კარდიოგრამა, ექოსკოპია და ქოლესტერინის კონტროლი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. არ არის აუცილებელი გავიქცეთ და კორონოგრაფია გავიკეთოთ, ეს არის კვლევა რომელიც 100 % გვიჩვენებს კორონარული ანატომიების დაზიანებას. ნებისმიერ ჩარევას აქვს თავისი გართულება, ჩვენ როდესაც პაციენტს ვთავაზობთ გარკვეულ კვლევას, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის კვლევა გაცილებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს მას, ვიდრე არ გამოკვლევის დროს აღმოცენებული დაავადება. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/10/ekimi-10-okt.mp3"][/audio]   [post_title] => რაზე მიუთიებს ტკივილი და დისკოფორტი გულის არეში - ზაზა კაციტაძე გულის დაავადებების შესახებ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => raze-miutiebs-tkivili-da-diskoforti-gulis-areshi-zaza-kacitadze-gulis-daavadebebis-shesakheb [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-12 11:31:53 [post_modified_gmt] => 2018-10-12 07:31:53 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=294473 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 291868 [post_author] => 23 [post_date] => 2018-10-04 17:11:53 [post_date_gmt] => 2018-10-04 13:11:53 [post_content] => რა ასაკიდან იწყება მზადება სქესობრივი ცხოვრებისთვის. რა რისკის ქვეშ აყენებს ქალბატონის ჯანმრთელობას გვიან დაწყებული სქესობრივი ცხოვრება. რის მიხედვით განისაზღვრება საუკეთესო ასაკი ორსულობისთვის. რატომ არის საგანგაშო ჭარბი წონა ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობისთვის და რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ სამუდამოდ უარი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტმა, მადონა ჯუღელმა ისაუბრა. ქალბატონი მადონა დღეს სამედიცინო კორპორაციის „ევექსი“ ქსელში საშვილოსნოს ყელის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის მიმართულების უფროსია. ქალბატონო მადონა, რა ასაკიდან იწყება მზადება სქესობრივი ცხოვრებისთვის და რას გულისხმობს ეს? ეს თემა ძალიან სენსიტიურია და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ განათლებაზე, ვგულისხმობთ რომ სქესობრივი განათლება და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  სწავლება უნდა იყოს  სკოლებში, უნივერსიტეტებში. ქალი უნდა იყოს მომზადებული ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, არა მხოლოდ ანატომიური და ბიოლოგიური სტრუქტურებით,  ის ყველანაირად უნდა იყოს მზად სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად. რაც შეეხება ადრეულ სქესობრივ ცხოვრებას, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მასშტაბებზე, ეს თემა შორს წაგვიყვანს, არ მინდა ამ თემას ჩავუღრმავდე, რადგან არსებობს დადებითი და უარყოფით მხარეები ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს მოზარდებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რა არის სქესობრივი აღზრდა, რას გულისხმობს ურთიერთკავშირები, როგორ უნდა დაიცვან თავი საშიში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ძალადობისგან და ა.შ მათ უნდა იცოდნენ, რა ასაკში უნდა დაიწყონ სქესობრივი ურთიერთობები, რომ სრულად იყოს გამართლებული, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურადაც.  მე არ ვქადაგებ, რომ აუცილებლად ქორწინების შემდეგ უნდა დავიწყოთ სქესობრივი ცხოვრება – უბრალოდ ნაადრევი სქესობრივი ცხოვრება ზიანის მომტანია, როგორც გოგონასთვის, ასევე ბიჭისთვის. ამ პერიოდში დაწყებულმა სქესობრივმა აქტმა შესაძლებელია საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური და ჰორმონული დისფუნქცია გამოიწვიოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ  საშო/საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმზე, მიკროფლორაზე, რაც წარმოადგენს ბარიერული სისტემას, იცავს და ებრძვის ინფექციას მობილიზირებული იმუნური პასუხით  -  ეს ჯერ ჩამოყალიბებულიც  არ არის 13-14 წლის ან თუნდაც 16 წლის გოგონებთან. თუ ამ დროს იწყება სქესობრივი ცხოვრება, უკვე 24-25 წლის ასაკში საქმე გვაქვს კიბოს წინარე დაავადებებთან, სტრესის ფონზეც განვითარებულ ჰორმონულ დარღვევებთან. როგორც რეპროდუქტოლოგმა უნდა ვახსენო უშვილო წყვილები, მათი რაოდენობა ბოლო წლებში სტატისტიკური მონაცემებით მკვეთრად გაიზარდა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მაგ. გონორეა, ქლამიდია  იწვევს მცირე მენჯის ანთებით დაავადებას და შემდგომ კი პათოლოგიებს, როგორიცაა ტუბოპერიტონეალური უშვილობა, ქრონიკული მენჯის ტკივილი.... რაც შეეხება ფსიქოლოგიურ აღქმას, ქალი უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუნდაც პარტნიორის არჩევაში. ფსიქოლოგიური, ემოციური და ანატომიური  სტრუქტურების მზაობის ერთობლიობა არის ის ფაქტორი, რომელზეც დაყრდნობით შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრების დაწყება. გვიანი დაწყებული სქესობრივი ცხოვრების შესახებ მინდა გკითხოთ, რა როლს თამაშობს ეს ქალის რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე? 40 წლის შემდეგ მკვეთრად მცირდება ჩასახვის ალბათობა, რჩება მხოლოდ 17%. ეს არის სტატისტიკა, რომელსაც ხშირად მოვიშველიებ ხოლმე სწორედ მაშინ, როდესაც ქალბატონები გვიან მომმართავენ და გვიან იწყებენ შვილოსნობაზე ფიქრს. თუ გვინდა, რომ გვყავდეს შვილი, ადრე უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა.  რაც შეეხება ფსიქოემოციურ ფონს, როდესაც ქალს არ ჰყავს მეუღლე, შვილი და არ აქვს თანმხლები დადებითი ემოციები, ის ხდება გაღიზიანებული, ჩნდება სხვა პრობლემები, სოციალურ გარემოშიც ექმნება პრობლემები და ეს ძალიან შემაწუხებელია. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ ადრეული პერიოდიდან და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქოლოგიურ-ემოციური სტატუსი, რომლისთვისაც გვჭირდება, რომ გვერდში გვყავდეს საყვარელი მამაკაცი. სამედიცინო კუთხით, რომელია საუკეთესო ასაკი ორსულობისთვის? 20-25 წელი, სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის და შვილოსნობაზე ფიქრისთვის ფანტასტიკური ასაკია. არ ვამბობ, რომ 40 წლის შემდეგ ქალმა ამაზე არ უნდა იფიქროს, უნდა იფიქროს იქამდე, სანამ ქალს შეუძლია რეპროდუქციული პოტენციალის რეალიზება. ოპტიმალური ასაკი, როდესაც ჩვენს საკვერცხეებში გვაქვს ის რეზერვი, რითაც ჩვენს მომავალს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ, არის ახალგაზრდა ასაკი. ქრომოსომული პათოლოგიები, რაც 40 წლის შემდეგ გვხვდება, ბევრად ნაკლებია 40 წლამდე. რომელია ყველაზე ეფექტური საშუალება უსაფრთხო სქესობრივი კავშირისთვის? სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური პრეზერვატივია. სხვა მეთოდები, თუნდაც სპირალი არ იცავს დაავადების გადადებისგან. თუმცა,  შესაძლოა პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევა, ასეთ დროს ხშირად ვსაუბრობთ ორმაგ დაცვაზე. სპერმიციდი და პრეზერვატივი ერთდროულად, ასეთ დროს უფრო დაცულები ვართ, როგორც დაავადებებისგან, ასევე არასასურველი ორსულობისგან. სპირალი, უსაფრთხოა თუ არა ის? სპირალი არის ორნაირი - არაჰორმონული და ჰორმონული. საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივი, რომელიც ქალს სხვადასხვა მექანიზმით არასასურველი ორსულობისაგან იცავს​. ჩვენ აუცილებად უნდა გავაფრთხილოთ პაციენტი ამ მეთოდის არჩევისას, რომ არ უნდა ჰქონდეს არანამკურნალები  კიბოსწინარე პათოლოგია საშვილოსნოს ყელზე, არ უნდა ჰყავდეს მრავალი სქესობრივი პარტნიორი, რადგან ამ დროს რისკი იმისა, რომ განვითარდეს აღმავალი ინფექცია და მწვავე ანთებითი პროცესი ძალიან დიდია. მისი პარტნიორიც განკურნებული უნდა იყოს ყველა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან. ჰორმონული "სპირალი" გამოიყენება სამკურნალო მიზნითაც (ჭარმბი მენზესი , ადენიმიოზი, ჰიპერპლაზიური პროცესის პრევენცია და ა.შ.) რატომ არის ცუდი ჭარბი წონა ქალის რეპროდუქციულ სისტემისთვის? მე გავიზარდე იმ სკოლის კედლებში, სადაც მოღვაწეობა ედუარდ ვაინბერგი, თენგიზ ბოლქვაძე, არჩილ ხომასურიძე. ვმუშაობდი ჩემს მასწავლებელთან ბესარიონ ტყეშელაშვილთან, სადაც დიაგნოსტიკა-მკურნალობა იყო და არის მიზეზშედეგობრივი კავშირების აღქმა და შეფასება ენდოკრინულ-გინეკოლოგიური  ხედვით. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პრობლემას კომპლექსურად ვსწვალობდით და საფუძვლიანად ვიკვლევდით. როდესაც ქალი იმატებდა წონაში და განსაკუთრებით მუცელზე, ანუ ჰქონდა ვისცერალური გაცხიმოვნება, საკვერცხეების პოლიკისტოზი - ჩვენ ვიკვლევდით რა იყო მიზეზი, რატომ იყო ოვულაცია დათრგუნული, რატომ იყო მენსტრუალური ციკლი დარღვეული, რატომ ჰქონდა ქალბატონს თმიანობა გამოხატული. ​დღევანდელ რეალობაში ამ კითხვებზე პასუხები არსებობს. მაგალითად, თუ გვაქვს ჭარბი წონა, ეს ხშირ შემთხვევაში ინსულინორეზისტენტობასთან, პრედიაბეტურ ფაქტორებთან, მეტაბოლურ დაღვევებთან არის დაკავშირებული. აქვე დგება პრობლემა, რომელსაც ჰქვია ოვულაციის დარღვევა, როდესაც კვერცხუჯრედი არ მწიფდება და მენსტრუაციაც დარღვეულია. ხშირია ორსულობის პრობლემა, უშვილობა ამავდროულად. ასევე გაცხიმოვნების შემდგომი ეტაპი არის გულსისხლძარღვთა პათოლოგია, სხვა სომატური გართულებები. პოლიფერაციული პროცესები, როგორიცაა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპები, ასევე მიომა, ეს ყველაფერი არის მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებული. ჩნდებოდა კითხვა, იყო თუ არა გაცხიმოვნება პირველადი ამ პრობლემაში, თუ ინსულინორეზისტენტულობა იყო მთავარი. ეს ერთმანეთს თან სდევს, ისევე როგორც ქათამი-კვერცხი ან პირიქით. ასე რომ ქალბატონებო, ყურადღება მივაქციოთ წონას, ცხოვრების წესს, ფიზიკურ ზომიერ აქტივობას და რა თქმა უნდა, ძილს. კვება უნდა იყოს სამ საათში ერთხელ, სრულფასოვანი, ცილოვან ნახშირწყლოვანი, თუ ჩვენ ამ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ,  თავიდან ავიცილებთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის უშვილობა, ციკლის დარღვევა, თმიანობა და ა.შ. რა პროდუქტებზე უნდა თქვას ქალმა უარი სამუდამოდ? მარტივი ნახშირწყლები, როგორიც არის შაქარი, რაფინირებული თეთრი ფქვილის ნაწარმი. ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ დავივიწყოთ და შოკოლადი ან ნამცხვარი არ ვჭამოთ, სტრესად ვაქციოთ ჩვენი ცხოვრება, არავითარ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრება არის სიყვარული, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში არ უნდა მივიღოთ ცომეული, ტკბილეული.  უმეტესად უნდა მივირთვათ  ბოსტნეული, ცილოვანი საკვები, სეზონური ხილი. უჯრედის დიფერენციაცია, ზრდა არის დაპროგრამირებული უჯრედის სიკვდილით (აპაპტოზი), ეს ბიოლოგიური საათი და კანონზომიერებაა, თუმცა ზემოაღნიშნული პროცესის დარღვევას მივყავართ იმ შედეგებამდე, რასაც რეპროდუქციული და სომატური ჯანმრთელობის ნგრევა ჰქვია! რაში გვიშლის ხელს ისეთი ენდოკრინოლოგიური პრობლემებისგან, როგორიცაა ფარისებრი და დიაბეტი გინეკოლოგიური თვალსაზრისით? დიაბეტი უკვე დეკომპენსირებული მეტაბოლური სინდრომია, მაგრამ მანამდე არის წინა პერიოდი მეტაბოლური პარამეტრების დარღვევის ერთობლიობა. მეტაბოლურ სინდრომში მხოლოდ ფარისებრი არ არის ჩართული, ამაში არის ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პარამეტრები, მათ შორის ჰიპერინსულინემია. ძალიან ხშირად ვსაუბრობ კვანძოვანი ჩიყვის პროცესზე, ეს ჰაერიდან არ მოდის ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის შედეგი ჩვენი ყოფის, როდესაც ნივთიერებათა ცვლა მიდის ენერგეტიკულ მინუსში, მაშინ ფარისებრი ჯირკვალი ყოველთვის ცდილობს, რომ დაეხმაროს ნივთიერებათა ცვლას და შედეგად ჩნდება კვანძი. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი და თუ სადმე ეს ჯაჭვი დაირღვა, ერთვება ისეთი კომპენსატორული მექანიზმი, როგორიც არის ფარისებრის პათოლოგია. ფარისებრი გვეხმარება, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი აღდგეს, მაგრამ ამ მოხმარებაში თვითონ ზიანდება და ამ დაზიანებებს ავტოიმუნური პროცესები სდევს თან.  მკურნალობის შემდეგ, დადებითი შედეგი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მთლიანობაში ავაწყობთ ამ სისტემას. ეს ხდება ჩვენი, რეპროდუქტოლოგების და პაციენტის დიდი ძალისხმევით. თუ ჩვენ ვებრძვით მხოლოდ ცალმხრივად პრობლემას, ხელოვნურად ვზრდით დოზებს წამლის, ეს სწორი არ არის.
პაციენტი არის ინდივიდი, პერსონალიზირებული მედიცინის რესპოდენტი, პაციენტთან უნდა ვიმუშაოთ კონსილიუმის რეჟიმში. სწორი გზა, მომზადებული სწორი ინფორმაცია და ჩვენი დახმარება, როგორც ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგების, ასევე ცალკე სხვა სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა ჯანმრთელობის და კარგი შედეგების აუცილებელი პირობაა.
[post_title] => რა ასაკია საუკეთესო ქალისთვის სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად და შვილის გასაჩენად - მადონა ჯუღელის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-asakia-sauketeso-qalistvis-sqesobrivi-ckhovrebis-dasawyebad-da-shvilis-gasachenad-madona-jughelis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-05 10:30:08 [post_modified_gmt] => 2018-10-05 06:30:08 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=291868 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 286424 [post_author] => 6 [post_date] => 2018-09-19 16:01:37 [post_date_gmt] => 2018-09-19 12:01:37 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.   ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე? ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს. რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.
ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.
  სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე? ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს. არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ...  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია. რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.
რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა? სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.
  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.
სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ. საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები. ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ. როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები? შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.
ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.
აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად? ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია. მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.
აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.
    [post_title] => სამი რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sami-ram-rac-migititebt-rom-tqveni-shvili-skolistvis-mzadaa-fsiqolog-nata-mefarishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-20 11:24:04 [post_modified_gmt] => 2018-09-20 07:24:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286424 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 294473 [post_author] => 23 [post_date] => 2018-10-11 17:50:57 [post_date_gmt] => 2018-10-11 13:50:57 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითები გულთან დაკავშირებით და რეალური საფრთხე, რომელიც გულიდან მომდინარეობს. სიმართლეა თუ არა გავრცელებული მითები გულთან დაკავშირებით, რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული გულის პათოლოგიები, ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს - ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა კაციტაძემ ისაუბრა. ბატონო ზაზა, შესაძლოა თუ არა ფეხების შესიება, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა,  გულის შეკუმშვის შეგრძნება და მსგავსი  სიმპტომები საერთოდ არ მიუთითებდეს გულის დაავადებებზე? რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები საერთოდ არ იყოს გულთან კავშირში. ფეხების შესიება შესაძლოა, ვენური უკმარისობის მიზეზით მოხდეს. გულის ცემის აჩქარება და გულის ცემის შეგრძნება შესაძლოა, ელექტროლიტური დისბალანსით იყოს გამოწვეული, მით უმეტეს ახლა გავრცელებული დიეტების ფონზე. სუნთქვის უკმარისობა, თავისუფლად შეიძლება იყოს დაკავშირებული თამბაქოს მოხმარებასთან, ფილტვის დაავადებებთან ან საყლაპავის თიაქართან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ყველა ეს სიმპტომი სწორედ  გულთან იყოს დაკავშირებული.   ნებისმიერი ჩივილის დროს აუცილებელია ჩატარდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა. ვთქვათ, თუ პაციენტი მივიდა ექიმთან, გაესინჯა კარდიოლოგს და აღმოჩნდა, რომ ეს გული არ არის, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საფუძველი, რადგან ყოველთვის უნდა მოინახოს მიზეზი. https://www.youtube.com/watch?v=c4hv_OLguUM მართალია თუ არა, რომ ტკივილი მარცხენა ხელის არეში და ძლიერი ტკივილი კუჭის არეში, შესაძლოა გულის შეტევაზე მიანიშნებდეს? თუ პაციენტი არის რისკის ჯგუფში, მაგალითად შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებებით, შეიძლება ეს ყველაფერი გულთან იყოს კავშირში. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება. რაც შეეხება, ხელის და მუცლის ტკივილს, რა თქმა უნდა ასეთ დროს ერთ-ერთი რასაც ფიქრობ ადამიანი, არის გული. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც მიდის უკანა კედლის იშემია, იქ შეიძლება იყოს კუჭის არეში ტკივილი გამოხატული, მაგრამ ხანდახან არც ეს არის გული, იმიტომ რომ,  მაგალითად ხელის ტკივილი ახასიათებს ძალიან ხშირად ოსტეოქონდროზს კისრის არეში. მუცლის არეში ტკივილი შესაძლოა, გასტრიტის ან საყლაპავის თიაქარის მიზეზით იყოს გამოწვეული. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანს როგორც კი ეტყვიან, რომ ეს გული არ არის, არ უნდა დამშვიდდეს და გააგრძელოს სიმპტომების მიზეზის ძიება.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ექიმთან სიარული, იგივე პროფილაქტიკური მედიცინა, რომელიც ძალიან ბევრ გართულებას აგვაშორებს თავიდან.
ნერვული სისტემის პათოლოგიები და პრობლემები, მაგალითად თავბრუსხვევა, სისუსტე, წნევის ცვალებადობა, ძლიერი შიშები - ხშირად როდესაც მსგავსი სიმპტომები გვაწუხებს, გარშემომყოფები ამ ყველაფერს ნერვულ აშლილობას უკავშირებენ , რეალურად კი მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გულთან იყოს კავშირში. როგორ შეიძლება  გავარჩიოთ ეს პრობლემები ერთმანეთისგან ? როდესაც მდგომარეობა არის ძალიან რთული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ. თავბრუსხვევები და თავის ტკივილი შესაძლოა რიტმის დარღვევასთან ან მაღალ არტერიულ წნევასთან იყოს დაკავშირებული. დიაგნოზს სვამს პროფესიონალი და არა მეზობელი, რომლის აზრითაც თქვენ ნევროზი გჭირთ, ამიტომ არის აუცილებელი მიმართოთ ექიმს. თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, შესაძლოა განპირობებული იყოს აორტის სარქვლის სტენოზით ან რითმის დარღვევით. ამიტომაც აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება. მე მყოლია პაციენტი, როდესაც თავბრუსხვევა გამოწვეული ყოფილა ნევროლოგიური დარღვევებით, მაგრამ თანდართული იყო გულის პათოლოგიაც, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. რაც შეეხება განსხვავებას, ეს გულია თუ არ არის გული, იმ პერიოდში, როგორც კი აღმოცენდება სიმპტომები, უმჯობესია მიმართოთ ექიმს. თუ არ არის კრიტიკული სიტუაცია მაშინ ჯობია  დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი. გამოკვლევა იწყება მარტივად ელექტრო–კარდიოგრაფიული კვლევით და შეიძლება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია გახდეს საჭირო, ასევე კარდიოსკოპიული ეხოსკოპია და ა.შ.  რა როლს თამაშობს გულის დაავადებებში გენეტიკური ფაქტორი და ცხოვრების წესი? რა თქმა უნდა გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყეტია. ყველაზე ხშირი დაავადება  არის კორონარული პათოლოგია, იგივე ინფარქტი, სტენოკარდია, როდესაც პაციენტს ვამზადებთ ჩარევისთვის და სტენდირებისთვის. არსებობს სტატისტიკა, რას უკავია პირველი ადგილი ამ დაავადებების გამომწვევ რისკებში, რომლის მიხედვითაც გენეტიკური ფაქტორი მხოლოდ მეოთხე ან მეხუთეა. დანარჩენი არის ცხოვრების წესი, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, იღებს ქოლესტერინით მდიდარ საკვებს, არ მიდის ექიმთან, არ არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას, არ იღებს მედიკამენტებს. ზოგადად ქართული სენია, რომ თუ წამალი დალიე, ესე იგი მთელი ცხოვრების მანძილზე უძლური იქნები. გენეტიკური წინასწარ განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ, რომ გენეტიკური ფაქტორი არის ჩვენი ორგანიზმის ჯაჭვი, ცხოვრების წესით კი ამ ჯაჭვს ვქაჩავთ. რაც უფრო ცუდი ცხოვრების წესი გვაქვს, მით უფრო მეტად ვქაჩავთ და წყდება იქ, სადაც სუსტი რგოლია. თუ ისე ვიცხოვრებთ, რომ ხისტად და უხეშად არ დავქაჩავთ მას, შესაძლოა, გენეტიკური ფაქტორი არც გამომჟღავნდეს და არანაირი დაზიანება არ დაფიქსირდეს. ძალიან ხშირად გვყოლია  პაციენტი, როდესაც მშობლებს არაფერი არ სჭირთ, მაგრამ შვილს ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ ცუდი ფორმის ინფარქტი და კორონარული პათოლოგია  დაუფიქსირდა, საჭირო გახდა ოპერაცია.  აღმოჩნდა, რომ შვილი სვამს, სიგარეტს ეწევა, არ მისდევს ცხოვრების ნორმალურ წესს. მამა კი სვამს ზომიერად, არ ეწევა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იღებს მედიკამენტებს. შესაბამისად, მას არ გამოუმჟღავნდა, შვილს კი გამოუმჟღავნდა. ყოფით ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და მოულოდნელად აღმოაჩნდებათ სერიოზული პრობლემა, მათ შორის გულზე, მეორე მხრივ კი ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს ეწვიან, მაგრამ ფანტასტიკურად ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. ხომ არ არის თამბაქოს მავნებლობის შესახებ აგიტაცია ზედმეტად უტრირებული ექიმების მხრიდან? სტატისტიკურად ითვლება, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, 5-6 წელი ადამიანი მაინც ითვლება მწეველად. ფილტვებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას ყველაზე მეტად „ურტყამს” თამბაქოს მოხმარება.  გვყოლია პაციენტები, ვისაც ცხოვრებაში არ მოუწევია, არსებობენ ადამიანები, ვინც ეწევა და არაფერი არ სჭირთ, მაგრამ ეს გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული. პირდაპირ გეტყვით, რომ მოწევა ძალიან ცუდად მოქმედებს სისხლძარღვებზე.  რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული გულის პათოლოგიები, ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს? ყველაზე გავრცელებული დაავადება როგორც ჩვენთან, ასევე მთელს მსოფლიოში არის კორონარული არტერიების დაავადება,  რომელიც განპირობებულია არასწორი ცხოვრების წესით. პირველი რისკ ფაქტორებია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოსა და სასმელის ჭარბი მოხმარება. საქართველოს თუ გადავხედავთ, სტატისტიკურად გავრცელებულია სარქვლოვანი პათოლოგიები, რომლებიც განპირობებულია როგორც რევმატული დაავადებებით, ასევე ასაკობრივი ცვლილებებით, რომლებიც აორტის სარქვლის სტენოზით გამოიხატება. ბოლო პერიოდში ჩვენთან განსაკუთრებით გაახალგაზრდავებულია აორტის ანევრიზმები და აღმავალი აორტის დისექციები. უახლოეს პერიოდში 29, 39, 38 წლის ადამიანებში  მოგვიწია ოპერაციის გაკეთება,  რაც ძალიან ახალგაზრდა ასაკია. ეს არის ყველაზე საშინელი დიაგნოზი, რომელსაც ყველაზე მაღალ პროცენტში  ახასიათებს გართულებები. დაავადება კი განპირობებულია იმით, რომ ადამიანი არ სვამს წამლებს, დადის ექიმთან, მაგრამ არ იღებს მედიკამენტებს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ სვამს წამალს? პასუხია მივეჩვიე. შემდეგ კი პაციენტი მოყავთ უკვე გამსკდარი აორტით  და ეს ძალიან მაღალი რისკის ოპერაციაა. თუ გულის გადანერგვის ოპერაციის გართულებების რისკი 6 % - ია, ამ ოპერაციის – 20 %. ამოსავალი წერტილი და უმთავრესი არის ის, რომ ადამიანმა მიიღოს მედიკამენტი, მიხედოს თავის თავს და თუ ამას გააკეთებს, არ დავჭირდებით არც კარდიოქირურგები და არც სხვა დარგის სპეციალისტები. ჭარბი წნევა იწვევს ინსულტებს, ნორმაა 120, მაგრამ არსებობს გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი მუდმივად 130 წნევას ატარებს, რისკი იმისა, რომ  ინსულტი დაემართოს 10%-ით მაღალია. ეს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც 110-120-ს ატარებს. ბოლო პერიოდში, საქართველოში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა გულის ქირურგიაში, ჩვენი რეგიონი ბევრ ქვეყანასთან შედარებით საქართველო ბევრად წინ არის. მათ შორის რუსეთზე წინ, რაღაც პერიოდი სომხეთი იყო უფრო წარმატებული, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ ბევრად წინ ვართ. როდესაც ვაკეთებთ ოპერაციას, პაციენტს ვუხსნით, რომ ჩვენ ვშველით შედეგს, მიზეზს შველის მხოლოდ და მხოლოდ მედიკამენტები და ცხოვრების წესის შეცვლა. როდესაც 3-4 წლის შემდეგ პაციენტი გიბრუნდება და კატასტროფულ მდგომარეობაშია, იწყებ მიზეზების ძიებას, ირკვევა, რომ ეს პაციენტი მას შემდეგ ექიმთან არ ყოფილა და მედიკამენტები არ დაულევია. ხშირად ქართველი პაციენტი ამბობს, რომ ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ არ სვას წამლები. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მცირედით, უკეთესობისკენ ძვრები შეინიშნება. ბატონო ზაზა, რას გულისხმობს ისეთი გავრცელებული ტერმინი, როგორიცაა  „გულის უკმარისობა“? გულის უკმარისობაა, როდესაც გულის კუნთს აღარ შესწევს ძალა, გადატუმბოს იმ რაოდენობის სისხლი, რაც საჭიროა ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. ძალიან ხშირად გულის უკმარისობაში აღნიშნავენ, რომ სუნთქვა უჭირთ ან ფეხები შეუშუპდათ. 80%-ში ეს გულის პრობლემებით არის გამოწვეული, მაგრამ შესაძლოა, სულაც არ იყოს გულის ბრალი. გულის უკმარისობის რამდენიმე გამომწვევი მიზეზი არსებობს. ერთია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტები, რომელიც გულის ისეთ დაზიანებას იწვევს, რომ აღარ შესწევს მას სისხლის გადატუმბვის ძალა. მეორე ეს არის სხვადასხვა დაავადებებისგან განპირობებული, როგორც წესი არის შექცევადი, იგივე სეფსისი, იგივე სხვა დაავადებები, რომლის დროსაც ინფექცია ვარდება და გულის უკმარისობა ვითარდება.  როგორც კი აღმოიფხვრება პრობლემა, გულის უკმარისობაც ქრება. არსებობს სარქვლოვანი პათოლოგიის შემდგომი გულის უკმარისობები, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული რევმატიზმით. ასევე შეიძლება აღმოცენდეს უეცრად, ტრამვის შემდეგ, ზურგზე დაცემის ან ზურგში ჩარტყმის შედეგად. არსებობს გენეტიკური გულის უკმარისობა, როგორიც არის დერატაციული კარდიომიოპათიები, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიები, რომლებიც არსებობს და ადამიანი უკვე გულის გადანერგვის კანდიდატია. ეს ყველაფერი, გამოკვლევის, მკურნალობის და განსჯის საგანია. ჩხვლეტის შეგრძნება გულის არეში, რამ შეიძლება ეს შეგრძნება გამოიწვიოს? ჩხვლეტის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გულია, მაგრამ შეიძლება იყოს კისრის მალების ოსტეოქონდროზით განპირობებული. ასევე შეიძლება იყოს განპირობებული ლოკალური გაციებით ან ნეკნთაშუა ნევრალგიით. ნებისმიერი ამ ჩივილის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის, ვუკეთებთ გამოკვლევას და ვნახულობთ, რამდენად გადის რისკის ჯგუფში. თუ წნევა და ქოლესტერინი არ აქვს მაღალი,  კუმშვადობის მოშლა არ არის,  განდევნის ფრაქცია არ არის დავარდნილი,  ვუკეთებთ დატვირთვის ტესტს და შედეგმა თუ არ გვანახა ცვლილება, კეთდება დასკვნა, რომ გული არ არის ჩხვლეტის შეგრძნების მიზეზი და ვუშვებთ სხვა სპეციალისთან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიუმართია სხვადასხვა სპეციალისტისთვის, მათ გამორიცხეს თავიანთი პროფილი, მოხვდა ჩვენთან პაციენტი და აღმოჩნდა, რომ ეს გულია. თითოეული ამ სიმპტომის აღმოცენებისას, უნდა მოხდეს პაციენტის რეაგირება, პირველი ეტაპი არის ოჯახის ექიმი,   შემდეგ ხდება იმის დადგენა რომელი მიმართულებით წავიდნენ. რომელია ის ძირითადი კვლევები, რომლებიც  ყველაზე გავრცელებული პათოლოგიების ამოსაცნობად გვჭირდება, რა დროს არის მათი ჩატარება აუცილებელი და საჭიროა თუარა პროფილაქტიკის მიზნით ეს გამოკვლევები? თუ ჩივილები არ არის გარკვეულ ასაკამდე, გამოკვლევების ჩატარება აუცილებელი არ არის. მაგალითად 40 წლამდე ქალბატონებში, თუ ის არ არის ძალიან აქტიური მწეველი და არ აქვს დიაბეტი,  გამოკვლევის ჩატარება არ არის საჭირო. გარკვეულ ასაკს რომ გადავცილდებით, ქალბატონებში 45-50 წლის შემდეგ,  მამაკაცებში, 40-45 წლის შემდეგ, უნდა ჩავიტაროთ გარკვეული კვლევები, კარდიოგრამა, ექოსკოპია და ქოლესტერინის კონტროლი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. არ არის აუცილებელი გავიქცეთ და კორონოგრაფია გავიკეთოთ, ეს არის კვლევა რომელიც 100 % გვიჩვენებს კორონარული ანატომიების დაზიანებას. ნებისმიერ ჩარევას აქვს თავისი გართულება, ჩვენ როდესაც პაციენტს ვთავაზობთ გარკვეულ კვლევას, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის კვლევა გაცილებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს მას, ვიდრე არ გამოკვლევის დროს აღმოცენებული დაავადება. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/10/ekimi-10-okt.mp3"][/audio]   [post_title] => რაზე მიუთიებს ტკივილი და დისკოფორტი გულის არეში - ზაზა კაციტაძე გულის დაავადებების შესახებ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => raze-miutiebs-tkivili-da-diskoforti-gulis-areshi-zaza-kacitadze-gulis-daavadebebis-shesakheb [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-12 11:31:53 [post_modified_gmt] => 2018-10-12 07:31:53 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=294473 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 83 [max_num_pages] => 28 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 4e58aaf7239a51a4a82c2c70ba35f7db [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები