LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთების ფასები ცნობილია – ყველაზე ძვირიანი ბილეთი 700 ლარი ღირს

87

16 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ „SOLO“ „ისთერნ პრომოუშენსთან“ ერთად წარმოგიდგენთ სერ ელტონ ჯონის კონცერტს. ლეგენდარული ბრიტანელი შემსრულებელი ბათუმში თავის ჯგუფთან ერთად ჩაფრინდება. ის ტურნეს ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა. შესრულდება მსმენელისთვის ნაცნობი ყველა სიმღერა ელტონ ჯონის შემოქმედებიდან, ასევე სიმღერები მისი უახლესი ალბომიდან, რომელმაც დღის სინათლე 2016 წელს იხილა.

ბილეთები საიტზე tkt.ge 25 ივნისიდან განთავსდება, ამ დროიდან მათი შეძენა შეუძლია მხოლოდ „SOLO“-ს მომხმარებელს. ერთ ჯერზე ერთ ადამიანს 6 ბილეთის ყიდვის საშუალება ექნება. 29 ივნისიდან კი ბილეთები უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

Tkt. ge უკვე აქვეყნებს დარბაზის სქემას, რომელიც სხვადასხვა სივრცედ არის დაყოფილი, სხვადასხვა ფერის საშუალებით თქვენ ადვილად გაარკვევთ, რა ფასად და რომელ სივრცეში შეგიძლიათ ბილეთის შეძენა.

თუკი თქვენ ხართ „SOLO“ – მაშინ თქვენთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან დაიწყება, 90 ლარი ღირს ზედა სივრცე, ზედა შუა სივრცე 120 ლარი, შუა სივრცე – 150 ლარი, ქვედა სივრცე – 250 ლარი, ვიაპი – 550 ლარი, ე.წ. გოლდენ რინგი – 140 ლარი.

თუკი თქვენ არ ხართ „SOLO“ – ზედა სივრცე: 150 ლარი, ზედა შუა სივრცე – 180 ლარი, შუა სივრცე – 230 ლარი, ქვედა სივრცე – 350 ლარი, ვიაიპი – 700 ლარი, „გოლდენ რინგი“ – 220 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები