LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემზარ კვიციანი ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის დაანონსების გამო პროკურატურაში დაიბარეს

130

“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი, ემზარ კვიციანი, ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის დაანონსების გამო პროკურატურაში დაიბარეს.

ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ცოტა ხნის წინ გააკეთა და დასძინა, რომ კვიციანს უწყება უკვე გაეგზავნა.

“ჩვენ უკვე დავინტერესდით, შესაბამისი უწყება ჩაბარებულია და ველოდებით ემზარ კვიციანის გამოცხადებას, რათა მოხდეს მისი გამოკითხვა. ის დაბარებულია გამოსაკითხად, რათა გავერკვეთ, რაზე და რა ინფორმაციაზე საუბრობს ის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მის განცხადებაში საუბარია ადამიანის შესაძლო ხელყოფაზე და ჩვენ აუცილებლად გავერკვევით ძალიან დეტალურად და ძალიან სწრაფად,” – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

 

დეპუტატმა სკანდალური ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ის ამტკიცებს, რომ ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა გავლენიანი პირის დაგეგმილია.

დეპუტატ ემზარ კვიციანის გაღიზიანებას ვანო ჯავახიშვილი მის ბოლო გადაცემას უკავშირებს, სადაც წამყვანის მონოლოგის დიდი ნაწილი პატრიოტთა ალიანსის რუსეთში შეხვედრებს დაეთმო.

 

 

პოპულალურები