LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეთევეის პირველი გამოსვლა გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში

107

ქალთა საერთაშორისო დღე – არ არის მარტო დღესასწაული ყვავილებითა და საჩუქრებით, არამედ ბრძოლა ქალთა უფლებების დასაცავად. გაეროში ეს დღე წელს განსაკუთრებულად აღნიშნეს – ქალებს ალისფერი ზედები, ხოლო მამაკაცებს, ამავე ფერის ჰალსტუხები ეკეთათ. ღონისძიებას ენ ჰეთევეიც დაესწრო, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩი 2016 წლის ივნისიდან არის. თავისი თანამდებობით, ამერიკელი ვარსკვლავი პირველად გამოვიდა სიტყვით და რამდენიმე პრობლემას შეეხო.

„დღეს ქალების დღეა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აღნიშნულ პოლიტიკას ჩვენამდე ქმნიდა“, – დაიწყო ჰეთევეიმ.

მსახიობმა განსაკუთრებული აქცენტი დეკრეტულ შვებულებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ის ანაზღაურებადი უნდ აგახდეს როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ამ უკანასკნელებზე ლაპარაკის დროს მან მამამისის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ მას არასოდეს ჰქონდა დრო თავისი შვილებისთვის.

ეს ჰეთევეის პირველი გამოსვლა იყო ელჩის რანგში. გაეროს საიტზე კი გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია სამომავლოდ ბავშვების მოვლის პროპაგანდას აქტიურად დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები