LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის აქციაზე დაკავებულებს ტანსაცმელი აქვთ შემოხეული და ფიზიკურ ძალადობას უჩივიან – ადვოკატი

271

“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებულების ადვოკატის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, დაკავებულებს ტანსაცმელი აქვთ შემოხეული და ფიზიკურ ძალადობას უჩივიან.

“ერთ-ერთი დაკავებული, თორნიკე ბიკაშვილი, გახლავთ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, სამგორის მაჟორიტარული ოლქიდან. მას აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. მიგვაჩნია, რომ მათ მიმართ არ არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოპოვებული რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც გაამართლებდნენ მათ დაკავებას, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას და სავარაუდოდ სასამართლო მათ მიმართ გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები