LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-სა და ევროპული საქართველოს წევრები ზუგდიდის საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

93

ზუგდიდის მერიაში საკრებულოს სხდომის მსვლელობისას ერთმანეთს  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ლაივპრესის ინფორმაციით,საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილებოდა, რასაც ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკა მოჰყვა:

„ევროპული საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა“-მიმართა წითლიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს.

სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელიას შორის. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე პოლიციისა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. დათა შელია საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები