LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რა როლს ასრულებს მამა ბავშვის აღზრდის საკითხში

96

ექიმი ევგენი კომაროვსკის მორიგი ბლოგი ბავშვის აღზრდაში მამის როლს ეხება. როგორ უნდა გადაანაწილონ მეუღლეებმა საკუთარი ფუნქციები შვილების აღზრდის საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეში.

ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ჟურნალისტი კითხვას პასუხობს. რა როლს არულებს მამა ბავშვის აღზრდის საკითხში:  „ესაა ჩემი სემინარების წამყვანი თემა. როლი, რომელსაც ასრულებს მამა, დამოკიდებულია იმაზე, რა როლს მიანიჭებს მას რეჟისორი. რეჟისორი კი ოჯახში არასოდეს არაა მამაკაცი. ოჯახში რეჟისორის როლს ყოველთვის ქალი ითავსებს. მიიღებს თუ არა ის თქვენს სცენარს და დათანხმდება თუ არა როლის შესრულებას, მხოლოდ თვენზეა დამოკიდებული. უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვები ინსტიქტურად იმეორებენ მამების ქცევას. თუ თქვენ მეუღლეს არასოდეს უნახავს, როგორ ეხმარებოდა მისი მამა დედას, როგორ რეცხავდა ჭურჭელს, ზრდიდა ბავშვებს, აჭრიდა ფრხილებს, აბანავებდა, დადიოდა მშობელთა კრებებზე, მას ინსტიქტურად ჰგონია, რომ ეს მისი საქმე არაა. ის მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც ეხება ბავშვებს, მხოლოდ დედის საქმეა. როგორც წესი ასეთი მამაკაცები ხვდებიან ქალბატონებს, რომლებსაც ოჯახში მსგავსი გამოცდილება აქვთ. ანუ ქალს, რომლის მთავარი მეგობარი ოჯახში ყოველთვის იყო დედა. ასეთი გოგონები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მეტი იციან ბავშვის აღრზდის საქმეში და სწორედ ესაა საშინელი შედომა. როგორც კი მამაკაცი ცდილობს ჩაერთოს ბავშვის მოვლის საქმეში, ქალებს უარყოფითი რეაქცია ეწყებათ. ეს კი მამისთვის დიდი კომფორტია, ამას ხომ ზედმეტ საქმეს აცილებთ. ჩათვალეთ, რომ ესაა პროლოგი და მთავარი გასაღები თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე“ – ამბობს ექიმი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები