LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – ნინი შერმადინი საქართველოში ბრუნდება – „მარტო არ ჩამოვდივარ…“

75

ნინი შერმადინი რამდენიმე წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და ცდილობს, იქ კარიერა აიწყოს. ორი წელია, საქართველოში არ ყოფილა. ახლა, როგორც ექსკლუზიურად შევიტყვეთ, საინტერესო დუეტის ჩაწერას აპირებს და საქართველოში ჩამოვა კონცერტის გასამართად.

ნინი ამ თემაზე პირველად ჩვენთან საუბრობს.

ნინი შერმადინი:

იმდენი სიახლე დამიგროვდა, აღარც კი ვიცი, საიდან დავიწყო (იღიმის). თან, ორი წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ და ამ პაუზის შემდეგ ბევრი სიურპრიზით ვბრუნდები. თბილისში მარტო არ ჩამოვდივარ. მცირე ხნის წინ მოლაპარაკებას ვაწარმოებდი ხმის ჩამწერ სტუდიასთან სახელწოდებით Lonch MYLS. თბილისში პროდიუსერ ჩეფ ლონჩერთან და რეპერ დეივ ლონჩერთან ერთად ჩამოვალ. მე და დეივმა ჩავწერეთ ერთობლივი სიმღერა Dissapointed.

დეივ ლონჩერი არ მხოლოდ რეპერი, არამედ მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ, მუსიკას ქმნის ყველა ჟანრში და ასევე საკუთარი ტანსაცმლის ხაზი აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში მისი ბრენდის პრეზენტაციაც გაიმართოს.

ამ ორ ადამიანთან საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ძალიან გამიხარდა, რომ თავად გამოთქვეს სურვილი, ჩემს ქვეყანას გასცნობოდნენ.

საქართველოში ოქტომბერში ჩამოვალ, ჩვენი სინგლის პრეზენტაცია და კონცერტი ელოდება ქართველ მსმენელს. რამდენიმე სიურპრიზს ვგეგმავ, რომელთა შესახებ მოგვიანებით ისევ თქვენთან ვისაუბრებ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები