LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსი ქვეყანა, სადაც სწავლისთვის ფულს გადაგიხდიან

182

მათ, ვისაც საზღვარგარეთ უნდა სწავლა და არ აქვს ფინანსური შესაძლობლება, მშვენიერი გამოსავალი არსებობს – არის ქვეყნები, სადაც არა მარტო კარგ განათლებას მიიღებთ, არამედ სწავლის და ბინის ფულსაც გადაგიხდიან. გარდა ამისა, სტიპენდიასაც დაგინიშნავენ, რომელიც თავისუფლად გეყოფათ ყოველდღიური ცხოვრებისთვის.  

 

 

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა, ნიჭიერი სტუდენტებისთვის საკმაოდ სერიოზული შეღავათებია განსაზღვრული – უცხოელებს სტიპენდიას 40-ზე მეტი ცნობილი უნივერსიტეტი სთავაზობს, მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტი და ლონდონის ხელოვნების სკოლა. სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში, ეკომომიკის მიმართულებით, წელიწადში 20 ათასი ფუნტი სტერლინგს შეადგენს.   

გარდა ამისა, არსებობს Chevening-ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც სწავლის ფულთან და ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად, მგზავრობის და ვიზის ხარჯებსაც ანაზღაურებს. პროგრამას მხოლოდ ერთი მუნუსი აქვს – სწავლის დასრულების შემდეგ უცხოელმა სტუდენტმა 2 წელიწადში უნდა დატოვოს ქვეყანა.

16509715-Depositphotos_2229358_l-2015-1471346438-650-fcd1672f6f-1471441094

 გერმანია

გერმანია დიდი ხანია დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების მიზიდვით. მაგალითად, სახელმწიფო პროგრამას DAAD-ს კონკრეტული მიმართულებები აქვს არქიტექტურისა და დიზაინის შემსწავლელთათვის.

DAAD-ის პროგრამა მათთვისაა გათვალისწინებული, ვინც უკვე მიიღო დიპლომი საკუთარ ქვეყანაში, ახლა კი, კვალიფიკაციის ამაღლება სურს. ზოგადად, გერმანიაში ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, ვინც დიპლომიან სტუდენტებს 2-წლიანი სწავლის პროგრამას სთავაზობს. როგორც წესი, ამგვარი პროგრამები ძალიან იაფი ან საერთოდ უფასოა. გარდა ამისა, სწავლის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს უპრობლემოდ შეუძლია გაერმანიაში დარჩენა და სამსახურის პოვნა.  

16509815-Depositphotos_71643937_l-2015-1471353948-650-2419e2787d-1471441094

 აშშ

30 წლამდე სპეციალისტებისთვის, ანუ მათთვის ვინც უკვე მიიღო განათლება ან ბოლო კურსზეა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ფულბრაიტის ამერიკული პროგრამა, რომელიც აშშ-ში 2-წლიან საგანამანათლებლო პროგრამას, მერე კი, სამშობლოში სავალდებულო დაბრუნებას ითვალისწინებს.

16509765-Depositphotos_40225217_l-2015-1471421457-650-b4b01f8140-1471441094

საფრანგეთი

აშშ-ს მსგავსად, საფრანგეთის ხელისუფლებამაც შექმნა საკუთარი პროგრამა მსაფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში და უცხოელ სტუდენტებს საფრანგეთის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სთავაზობს სწავლის გაგრძელებას. საფრანგეთში  კვალიფიკაციის ამაღლების ყველაზე დიდი შანსი მომავალ ინჟინრებს ან სამეცნიერო-ტექნიკური სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ.   

16509865-Depositphotos_93779976_l-2015-1471422678-650-13f7e37562-1471441094

 შვედეთი

შვედური პროგრამა Visby, მსურველებს ქვეყანის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის ანაზღაურებას და საკმაოდ კარგ ყოველთვიურ სტიპენდიას ჰპირდება. გრანტი 1-წლიანია, თუმცა თუ სტუდენტი კარგად სწავლობს, ყოველთვის შეუძლია პროგრამის გაგრძელება. გარდა ამისა, ამავე პროგრამით შანსი გაქვთ ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში.  

16509915-KTH-Royal-Institute-of-Technology_07-1471424097-650-39a64a0ae6-1471441094

 ჰოლანდია

ჰოლანდიაში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული უცხოელი სტუდენტი ღებულობს განათლებას უფასოდ. მგალითად, 2016-2017 წლებში Orange Tulip Scholarship-ის პროგრამაში 18 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.  

16509965-s4s2jJx-1471348325-650-b3ab576b1c-1471441094

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები