LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ამ მომენტს დიდი ხანია ველოდით“ – აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს პირბადეების ტარება აღარ მოუწევთ

76
9f704ae9-331d-4810-8a10-915a21b0ac84-AP-Virus-Outbreak-Pennsylvania-1

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრის“ ახალი რეკომენდაციების მიხედვით იმ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღეს, შეუძლიათ პირბადე აღარ ატარონ არც ღია და არც დახურულ სივრცეებში და აღარ დაიცვან სოციალური დისტანცია.

„ამ მომენტს ყველა დიდი ხანია ველოდით“- აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი როშელ ვალენსკი, რომლის თქმითაც, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს პირბადეების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში შეიძლება დასჭირდეთ, მაგალითად მგზავრობისას, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მისი გამოყენება კვლავ სავალდებულოა. პირბადე ასევე უნდა ატარონ სიმპტომების მქონე ადამიანებმა, თუნდაც მათ კოვიდ-19 ვაქცინაციის შემდეგ გადაედოთ.

მიუხედავად ამისა, ვალენსკი ვაქცინაციას უდიდეს ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი წყალობით ყველა სრულად აცრილ ადამიანს შეუძლია პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნდეს და აკეთოს ის, რასაც მანამდე აკეთებდა.

რაც შეეხებათ იმათ, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მათ შეახსენებს, რომ ისინი ჯერ კიდევ დაავადებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფებიან და ამიტომ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ვაქცინის ერთი დოზა მაინც.

ვალენსკი აღნიშნავს იმასაც, რომ ვირუსი არაპროგნოზირებადია და თუ რაიმე გაუარესდა, რეკომენდაციებში ცვლილებები შევა, თუმცა ამ ეტაპზე იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სრულად აცრილ ადამიანებს პირბადეების მოხსნის უფლება მიეცეთ.

ზოგმა შტატმა უკვე გადაწყვიტა მიჰყვეს რეკომენდაციებს და აცრილ მოქალაქეებს პირბადეების მოხსნის ნებართვა მისცეს, ზოგ შტატში კი ამ წინადადებას სიფრთხილით განიხილავენ.

პარალელურად, აშშ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციისათვის ემზადება, ორსულებზე „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების კლინიკური გამოცდების ნაადრევი შედეგებიც ძალიან დამაიმედებელია და უჩვენებს, რომ ორივე ვაქცინა ძალიან ეფექტური და უსაფრთხოა პოპულაციის ამ ნაწილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები