ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში უცხოური წარმოების ახალი ჰუმანოიდი რობოტების იმპორტი აკრძალა, რაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „მიუღებელი რისკების“ არსებობით ახსნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება დახვეწილ, მაღალტექნოლოგიურ რობოტებს, მათ შორის ჰუმანოიდ და ოთხფეხა მანქანებს. მათგან დიდი ნაწილი ჩინეთშია წარმოებული – ქვეყანაში, რომელიც აშშ-თან რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში კონკურენციაში იმყოფება.
კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) ასევე აკრძალა დენის ინვერტორების იმპორტი – მოწყობილობების, რომლებიც მონაცემთა ცენტრებსა და მზის პანელებში გამოიყენება. უწყების განცხადებით, მათ, შესაძლოა, საფრთხე შეუქნან აშშ-ის ეკონომიკას.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ აღნიშნა, რომ პეკინი დიდი ხანია ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ სავაჭრო საკითხების პოლიტიზებას და უსაფუძვლო საბაბებზე დაფუძნებულ სანქციებს და რომ პეკინი მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი ინტერესების დასაცავად. ჩინურმა მხარემ მოუწოდა აშშ-ს, „უარი თქვას ჰეგემონიურ აზროვნებაზე, შეწყვიტოს ჩინური კომპანიების დისკრედიტაცია და მათზე სანქციებით მუქარა“.
